ავტორი:

გარდაიცვალა საიდუმლო აგენტი, რომელსაც კენედის სიკვდილის დღეს ჟაკლინ კენედის დაცვა ევალებოდა - რას ჰყვებოდა ის საბედისწერო დღის შესახებ

გარდაიცვალა საიდუმლო აგენტი, რომელსაც კენედის სიკვდილის დღეს ჟაკლინ კენედის დაცვა ევალებოდა - რას ჰყვებოდა ის საბედისწერო დღის შესახებ

აშშ-ის ექსპრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობის კადრები ყველამ იცის. კადრებში ერთ მომენტში ჩანს მამაკაცი, რომელიც მანქანის ზედა ნაწილზე ადის. ის საიდუმლო სამსახურის აგენტი, კლინ ჰოლია, რომელიც ახლახან, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კენედის მკვლელობის ამბის შემდეგ ჰილი იძულებული გახდა პენსიაზე ადრე გასულიყო, რადგან მას მუდმივად მკვლელობის მოგონებები სდევდა თან.

  • მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელი ცოტამ იცის, ჰილის კადრები, კენედის მკვლელობის ერთ-ერთ ყველაზე შემზარავ გამოსახულებას წარმოადგენს.

ჰილმა საიდუმლო სამსახურის ჯილდოები მიიღო და იმ დღეს განხორციელებული ქმედებებისთვის დააწინაურეს, მაგრამ ათწლეულების განმავლობაში ადანაშაულებდა საკუთარ თავს კენედის სიკვდილში და ამბობდა, რომ საკმარისად სწრაფად ვერ იმოქმედა და სიამოვნებით გაიღებდა თავის სიცოცხლეს პრეზიდენტის გადასარჩენად.

  • "ნეტავ, ოდნავ უფრო სწრაფად რეაგირება შემძლებოდა. და ალბათ, შემეძლო კიდეც", - ამბობდა ცრემლმორეული ჰილი CBS-ის გადაცემაში "60 წუთი" 1975 წელს.

ექიმების რჩევით, პენსიაზე 43 წლის ასაკში გავიდა. "სიკვდილამდე ამასთან ერთად მომიწევს ცხოვრება", - ამბობდა საიდუმლო აგენტი.

მკვლელობის დღეს ჰილს პირველი ლედის, ჟაკლინ კენედის დაცვა ევალებოდა. მისი ავტომობილი უშუალოდ საპრეზიდენტო ლიმუზინის უკან მოძრაობდა.

ჰილმა უორენის კომისიას უთხრა, რომ სროლის ხმის გაგონების და პრეზიდენტის სკამში ჩაცურების დანახვის შემდეგ დაიწყო მოქმედება. სანამ ჰილი ლიმუზინამდე მიღწევას შეძლებდა, პრეზიდენტს უკვე სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

წყარო