ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ არ იცის სად არის ავსტრალია და ახალი ზელანდია.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, კადიროვმა ამ თემაზე კომენტარი გააკეთა "გროზნოს ინფორმაციის მინისტრთან, ახმათ დუდაევთან გასეირნებისას".
კადიროვის თქმით, თუ დედამისი მონაწილეობდა ბავშვების უკრაინიდან გაყვანაში, ამის გამო ის უნდა დააჯილდოონ. ამავდროულად ჩეჩნეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ აიმან კადიროვა ძირითადად სოფელში, სახლში ზის და არაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რომ ქველმოქმედებას ეწევა..
მედიის ინფორმაციით, ამ ორგანიზაციამ დახარჯა დიდი რაოდენობით თანხა უკრაინის წინააღმდეგ ომში და ამ თანხების წარმომავლობა უცნობია. ასევე გაურკვეველია და ასევე ფორმალური აიმან კადიროვას როლი ფონდის მართვაში