კომპოზიტორი და მომღერალი მაიკო კაჭკაჭიშვილი დახმარებას ითხოვს. მისი თქმით, გურიის რაიონში მცხოვრები ბიძა დიდთოვლობაში მოჰყვა და მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არის.
“მიშველეთ! ბიძაჩემი არის სახლში ჩაკეტილი, რომელსაც ავარიული სახურავი აქვს. იმხელა თოვლი ადევს, რომ ყოველ წუთს შეიძლება ჩამოინგრეს.
ფეხი არ აქვს და ეზოშიც დიდი თოვლია, ვერ გადის! მეზობლებიც ვერ ეხმარებიან! აქედან ვერ ჩავდივართ გადაკეტილია გზა!
ველაპარაკე გამგებელს და ფეხებზე დამიკიდა… ბათუმის მერიაშიც ვთხოვე, მაგრამ რეაგირება არ მოხდა! რა გავაკეთო დამეხმარეთ!
ოზურგეთის რაიონი სოფელი ფამფალეთი, თიხნარას დასახლება. კაკო ინწკირველი! ასე ბედის ანაბარა ადამიანების დატოვება რომელ ქვეყანაშია კიდევ?“ - წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.