ავტორი:

"ვერ ვუკავშირდები, ორი პატარა შვილი ჰყავს, სახლი ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს" - რას ჰყვება ლელა კურტანიძე სოფელ შრომაში ჩარჩენილ ქალზე

"ვერ ვუკავშირდები, ორი პატარა შვილი ჰყავს, სახლი ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს" - რას ჰყვება ლელა კურტანიძე სოფელ შრომაში ჩარჩენილ ქალზე

საქართველოს მასშტაბით რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს. სინოპტიკოსები ინტენსიურ თოვას 27 თებერვლის ჩათვლით ელოდებიან.

დიდთოვლობამ პრობლემები უკვე შექმნა გურიისა და აჭარის რეგიონებში. დიდთოვლობის შედეგად მოქალაქეთა ნაწილი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. ვრცელდება ინფორმაცია 2 გარდაცვლილის შესახებ. ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათ ნაწილს არ მიეწოდება გაზი, დენი და წყალი, არ აქვთ წვდომა მედიკამენტებსა და საკვებზე. ზოგიერთ სოფელში ადგილზე ვერ ახერხებს მისვლას სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც. მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ვერ ახერხებენ სტიქიის ზონაში მცხოვრებ ახლობლებთან დაკავშირებას.

  • "მარი ჩხაიძეს ვეღარ ვუკავშირდები სოფელ შრომაში და გული მისკდება. ორი მცირეწლოვანი ბავშვით ცხოვრობს" - წერს სოციალურ ქსელში პოეტი ლელა კურტანიძე

AMBEBI.GE მეტის გასარკვევად ლელა კურტანიძეს დაუკავშირდა

"მარი ჩხაიძე სოფელ შრომას მკვიდრი მაცხოვრებელია, ორი პატარა შვილი ჰყავს. სახლი ძალიან დაბალი მედეგობისაა და ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს. აუცილებელია მისი გადაყვანა უსაფრთხო ადგილზე. ზოგადად, სოფელ შრომას ძალიან უჭირს. მე გული ჩემს მეგობარზე განსაკუთრებით მტკივა, მაგრამ მისახედია ყველა და ამის დაგვიანება არ შეიძლება. მარიზე არა, მაგრამ ვიცი რომ ვიღაცა დაშავებული ჰყავთ სოფელ შრომაში და სამედიცინო დახმარება სჭირდება. ოღონდ სახელი და გვარი არ ვიცი."

გოგონამ, რომელზეც კურტანიძე საუბრობს ბოლო პოსტი სოციალურ ქსელში გუშინ გამოაქვეყნა, სადაც წერდა:

"წყალზე და შუქზე და გზაზე აღარაფერს ვამბობ საკვები პროდუქტიც გვეწურება. ბოლო წიწიბურას ვხარშავ იქნებ გამოგვიგზავნოთ სამაშველო ერთ ადამიანს დავაბარებთ ყველაფერს.(მე და ჩემი მეზობლები ) ირგვლივ მცხოვრებები რომ მოგვიტანონ საკვები პროდუქტები თუნდაც ჩვენი ხარჯებით. ( სამაშველომ ეგ ჩვენს კომპეტენციაში არ შედისო.

მეგობრებო ჩემი გამძლე და ოპტიმისტური ფსიქოტიპიდან გამომდინარე იცოდეთ რომ ვისაც იცნობთ ყველაზე ამტანი ვარ მათ შორის. და შესაძლოა სხვებს კიდევ მეტად უჭირს. მე და ჩემმა სამმა მეგობარმა და მეზობელმა ორი საათის წინ გამოვიყვანეთ სახლში ჩაკეტილი მარტოხელა ქალი".

წაიკითხეთ ასევე: