ავტორი:

"სახურავი ჩამოინგრა, ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვები გვყავს.." - ოჯახი ჩაქვიდან დახმარებას ითხოვს

"სახურავი ჩამოინგრა, ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვები გვყავს.." - ოჯახი ჩაქვიდან დახმარებას ითხოვს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში დუმბაძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს.

როგორც გია დუმბაძე “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩამოინგრა, ოჯახი კი მეზობლებს აფარებს თავს.

  • "სახურავი ჩამოინგრა, ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვები გვყავს, ახლა მეზობლებთან ვაფარებთ თავს. სახლში ვერ დავბრუნდებით საფრთხისშემცველია. ვითხოვთ, ქობულეთის მერიიდან ყურადღებას”, - აცხადებს გია დუმბაძე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, რომ დუმბაძეების ოჯახის მდგომარეობას, მერიის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნობა.

“ოჯახს უსაფრთხო ადგილზე გავიყვანთ, მოხდება სიტუაციის შესწავლა და შემდგომ ქირით გაყვანა. ჩვენი წარმომადგენელი ადგილზე გაეცნობა სიტუაციას”, - ამბობენ ქობულეთის მერიაში