ავტორი:

მეცნიერებმა ახალი მფრინავი ავტომობილი გამოცადეს - როგორ მუშაობს და რა ღირს მანქანა, რომელიც მალე შესაძლოა, ჩვენი ყოველდღიურობა გახდეს (ვიდეო)

მეცნიერებმა ახალი მფრინავი ავტომობილი გამოცადეს - როგორ მუშაობს და რა ღირს მანქანა, რომელიც მალე შესაძლოა, ჩვენი ყოველდღიურობა გახდეს (ვიდეო)

მოგბეზრდათ საცობებში ყოფნა? არც ის შორსაა დრო, როცა მფრინავი მანქანებით გადაადგილება იქნება შესაძლებელი.

სხვადასხვა კომპანიები ამ იდეას დიდი ხანია ავითარებენ. ამჯერად კომპანია Alef Aeronautics-მა მფრინავი მანქანა პირველად გამოცადა ქალაქის გარემოში. ეს არის ელექტრომობილი, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, რომ თავი დააღწიონ საცობს და კომფორტულად გადაადგილდნენ.

  • ”ეს ტესტი წარმოადგენს მნიშვნელოვან მტკიცებულებას, რომ აღნიშნულ ელექტრომობილს რეალურ სამყაროში, ქალაქის გარემოში შეეძლება გადაადგილება”, - თქვა ჯიმ დუხოვნიმ, Alef-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მანქანას შეუძლია როგორც გზაზე გადაადგილება, ასევე ფრენა. გზაზე მოძრაობისთვის იყენებს ოთხ პატარა ძრავს და ჩვეულებრივი ელექტრომობილის მსგავსად გადაადგილდება. გამოყოფილი აქვს ადგილი წინა და უკანა პროპელერისთვის, რომლებიც დამოუკიდებლად ტრიალებს სხვადასხვა სიჩქარით, რათა ნებისმიერი მიმართულებით შეძლოს ფრენა.

მოდელი A განსხვავდება ე.წ. მფრინავი მანქანების უმეტესობისგან, რადგან მას ხმელეთზე გადაადგილებაც შეუძლია. მფრინავი ელექტრომობილების უმეტესობა კი მხოლოდ ჰაერში გადაადგილდება.

Alef-ის დამფუძნებლებმა კონცეფციაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყეს - მანქანის ღირებულება ამჟამად 300 000 დოლარი ღირს.

წყარო