თავისი საკულტო ელფერის გამო მარსს დიდი ხანია წითელ პლანეტას უწოდებენ. ახლა, მეცნიერებმა შესაძლოა აღმოაჩინეს ამ გამორჩეული შეფერილობის პოტენციური წყარო:
ერთ დროს მარსზე ქანებში მყოფი რკინა რეაგირებდა წყალთან, რის შედეგადაც წარმოიქმნა რკინის ოქსიდი - მილიარდობით წლის განმავლობაში, რკინის ოქსიდი დაიშალა მტვრად და ქარების საშუალებით მთელ პლანეტაზე გაიფანტა.
პლანეტას წითელ შეფერილობას ჰემატიტი აძლევს - ჰემატიტი რკინის ოქსიდის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი მინერალია რომელსაც რკინის ბზინვარება დაკრავს. მისი სახელი მოდის ბერძნული სიტყვიდან, რაც თარგმანში სისხლს ნიშნავს. ძალიან ხშირად სახელის მსგავსების გამო ჰემატიტს ჰელიოტროპში ურევენ. ჰელიოტროპი კი ქალცედონი-კვარცის წარმომადგენელი მინერალია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს რკინის ოქსიდთან.
მეცნიერებს აინტერესებთ მარსის მტვერში რკინის ოქსიდის ზუსტი შემადგენლობის გაგება - ეს მათ საშუალებას მისცემს გაიგონ, როგორი იყო გარემო და კლიმატი ძველ მარსზე.
"ეს ნაშრომი ცდილობს გაარკვიოს, რომელი კონკრეტული კრისტალური რკინის ოქსიდი შეიძლება იყოს პასუხისმგებელი მარსის მტვრის წითელ კომპონენტზე"- ამბობენ მეცნიერები - "კვლევა არ იყო ორიენტირებული იმის დადგენაზე, თუ როდის წარმოიქმნა მინერალი. თუმცა, რადგან ფერიჰიდრიტი ფორმირდება გრილ წყალში, შესაძლებელია, რომ იგი შეიქმნა დაახლოებით 3 მილიარდი წლის წინ.
ეს იყო მარსზე ინტენსიური ვულკანური აქტივობის დრო, რამაც, სავარაუდოდ, გამოიწვია ყინულის დნობა და ურთიერთქმედება წყალსა და კლდეებს შორის, რაც ხელსაყრელ პირობებს უქმნიდა ფერიჰიდრიტს ფორმირებისთვის."