ავტორი:

"კლინიკაში შეყვანიდან ზუსტად 5 წუთში იმშობიარა... მადლობა ჩოხატაურის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს" - რას წერს მოქალაქე ჩოხატაურიდან

"კლინიკაში შეყვანიდან ზუსტად 5 წუთში იმშობიარა... მადლობა ჩოხატაურის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს" - რას წერს მოქალაქე ჩოხატაურიდან

საქართველოს მასშტაბით რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს. დიდთოვლობამ პრობლემები უკვე შექმნა გურიისა და აჭარის რეგიონებში. დიდთოვლობის შედეგად მოქალაქეთა ნაწილი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. დილიდან მოქალაქეები წერენ, რომ ზოგიერთ სოფელში ადგილზე ვერ ახერხებს მისვლას სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც.

  • თუმცა ამ საღამოს სოცქსელში სასიამოვნო სიახლე გავრცელდა. როგორც გაირკვა ჩოხატაურში სამაშველო სამსახურის დახმარებით მშობიარე მოქალაქის კლინიკაში გადაყვანა დროულად მოხერხდა.

"უღრმესი მადლობა ჩოხატაურის სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრომელს თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიონალიზმისთვის. რომ არა თქვენი თავდადება, პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა მშობიარე ქალის ჩოხატაურის "მედალფას" კლინიკაში გადაყვანა ფორსმაჟორულ რეჟიმში, რომელმაც შეყვანიდან ზუსტად 5 წუთში იმშობიარა და დაიბადა ჯანმრთელი ბიჭი დემეტრე სიხარულიძე. მადლობა კლინიკის მორიგე პერსონალს, კოლეგებს უსწრაფესი რეაგირებისა და მხარდაჭერისთვის " - წერს მოქალაქე ნატო კიკვაძე სოციალურ ქსელში.

წაიკითხეთ ასევე: