ავტორი:

ჯასტინ ბიბერის უცნაური, ახალი ვიდეო, რომელმაც ვარსკვლავის ფანები შეაშფოთა: “გაჩერდი... შენ უკვე მამა ხარ”

ჯასტინ ბიბერის უცნაური, ახალი ვიდეო, რომელმაც ვარსკვლავის ფანები შეაშფოთა: “გაჩერდი... შენ უკვე მამა ხარ”

ახალმა ვიდეომ, რომელშიც ჯასტინ ბიბერი ნარკოტიკების გამოყენებაზე უცნაურ რეპს ასრულებს, მისი ფანების შეშფოთება გამოიწვია.

30 წლის მომღერალი Instagram-ზე გაზიარებულ ვიდეოში უპერანგოდ, მეგობრის გვერდით იდგა და ჩიფსების პაკეტით ხელში შემდეგი სიტყვებით მღეროდა: "მაგარი ტიპი მომწონს, ჩიტივით მაღლა დავფრინავ, იმდენად მაღლა, თითქოს ეს ტიპი მე ვარ",

ჯასტინს ლურჯი ქუდი ეხურა და Calvin Klein-ის საცვალი და დიდი ზომის ჯინსები ეცვა.

მომღერლის გარეგნობამ და მონოტონურმა შესრულებამ ფანები შეაშფოთა. მათ ჯასტინს დახმარების მოძიება სთხოვეს და აღნიშნეს, რომ მან ეს მისი ექვსი თვის ვაჟის, ჯეკ ბლუზის გულისთვის უნდა გააკეთოს. ერთ-ერთმა დაწერა, "გაჩერდი, ჯასტინ, შენ ახლახან მამა გახდი".

ვიდეო ორ დღეში გავრცელდა მას შემდეგ, რაც ჯასტინის წარმომადგენელმა უარყო ინფორმაცია, რომ იგი ძლიერ ნარკოტიკებს იყენებს და განაცხადა, - მისი ჩაცვენილი თვალები შვილის მოვლით არის განპირობებული, პატარას ჩაძინება უჭირსო.

"ამის ნახვა ძალიან სამწუხაროა," - დაწერა ერთ-ერთმა ფანმა, ხოლო სხვამ დაამატა: "შენ დახმარება გჭირდება! ჯასტინ, გვიყვარხარ!"

"ძმაო, იესოს უყვარხარ! არ დაუბრუნდე შენს ძველ გზებს!!" - მოუწოდა კიდევ ერთმა.

"მისი თვალების გამომეტყველება ბრიტნისას ჰგავს", - აღნიშნა სხვამ.

დანარჩენი კომენტარები შემდეგნაირი იყო:

"რატომ არ არის ეს კაცი თავის ბავშვთან ერთად?"

"არ მგონია კარგად იყოს".

"გთხოვ, თავს მოუარე".

"ვილოცებ შენი განკურნებისთვის…"

ბიბერი სულ რამდენიმე ხნის წინ საზოგადოებაში გამხდარი და ჩაცვენილი თვალებით გამოჩნდა, რამაც მისი ჯანმრთელობის შესახებ კითხვები გააჩინა, ასევე გაჩნდა ეჭვი, რომ გრემის მფლობელი მუსიკოსი ნარკოტიკებს იყენებს.

ბიბერის წარმომადგენლის თქმით, ეს ტყუილია და მომღერალი ამჟამად თავის მეუღლესთან, ჰეილი ბიბერთან ერთად ახალშობილი ვაჟიშვილის, ჯეკის აღზრდაზე აქტიურადაა ფოკუსირებული, ისევე, როგორც ახალი მუსიკის შექმნაზე

როგორც ამბობენ, ვარსკვლავი დაიღალა ჭორებით, რომ მას ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

მისმა წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ ბოლოდროინდელი სტატიები ბიბერზე "სამწუხაროა და აჩვენებს, რომ აშკარა სიმართლის მიუხედავად, ხალხისთვის სკანდალური და უსაფუძვლო ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად".

წყარო