იპოთეკური და ქონებით უზრუნველყოფილი სესხის გაცემის წესი იცვლება - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული.
კერძოდ, თუ აქამდე იპოთეკის შემთხვევაში სესხის უზრუნველყოფის მაჩვენებელი 70%-ს შეადგენდა, ახლა ეს მაჩვენებელი 80%-მდე გაიზარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ შესასყიდი უძრავი ქონება 100 000 ლარი ღირს, კომერციული ბანკისგან მაქსიმალური თანხა, რომლის სესხებასაც მოქალაქე შეძლებს, 80 000 ლარი იქნება (აქამდე ეს თანხა 70 000 ლარი იყო). სესხის მაქსიმალურ თანხას შორის არსებული სხვაობის დაფარვა კი საკუთარი სახსრებით მოუწევს.
რას მოუტანს ეს ცვლილება მოქალაქეებს? - დეტალური ინფორმაციისთვის განაგრძეთ კითხვა