იმედი L მოგზაურობაში მყოფ ადამიანებს ქართულენოვანი ოჯახის ექიმის მომსახურებას სთავაზობს

იმედი L მოგზაურობაში მყოფ ადამიანებს ქართულენოვანი ოჯახის ექიმის მომსახურებას სთავაზობს

სადაზღვევო კომპანია იმედი L-მა, სამოგზაურო დაზღვევის პოლისი, მომხმარებლის საჭიროებებს კიდევ უფრო მეტად მოარგო. განახლებული პირობების ფარგლებში, დაზღვეულს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია ისარგებლოს დამატებითი სერვისით და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, დახმარებისთვის, ქართულენოვან ოჯახის ექიმს მიმართოს დისტანციურად.

აღნიშნული სერვისის საშუალებით, მომხმარებლები შეძლებენ სამედიცინო რჩევისა და მხარდაჭერის მიღებას, ასევე მარტივ კოორდინაციას, შემდგომი სამედიცინო დახმარებისთვის. მაგალითად თუ უცხო ქვეყანაში ხართ და ექიმის კონსულტაცია გჭირდებათ, მაგრამ ენის ბარიერის ან სხვა მიზეზის გამო, თავს იკავებთ ადგილობრივ ექიმთან ვიზიტისგან - ზუსტად ასეთი შემთხვევებისთვის ოჯახის ექიმი საქართველოდან, მზად იქნება მოუსმინოს თქვენს ჩივილებს და გირჩიოთ შემდგომი დიაგნოსტირების ან მკურნალობის მეთოდები.

დაზღვევით სარგებლობისას, მარტივია იმედი L-ის საერთაშორისო ასისტენტთან დაკავშირებაც და რაც მთავარია, საჭიროების შემთხვევაში ადგილზევე, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შესაძლებელია სერვისის მიღება გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის.

სამოგზაურო დაზღვევა აფინანსებს ისეთ აუცილებელ საჭიროებებს, როგორიცაა გადაუდებელი ამბულატორიული და ჰოსპიტალური, სტომატოლოგიური ან ოფთალმოლოგიური მკურნალობა, ასევე რეპატრიაციას - თუ დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს სამშობლოში დაბრუნებას, სადაზღვევო პოლისი ამის ხარჯსაც დაფარავს.

იმედი L-ის სამოგზაურო დაზღვევა ფარავს როგორც ევროპაში, ასევე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოგზაურობას. დაზღვეულს შეუძლია ისარგებლოს ბარგის და მოგზაურობის გადადების დაზღვევის პროდუქტებითაც.

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან გამგზავრებული ადამიანების უმრავლესობა სწორედ იმედი L-ის სამოგზაურო დაზღვევით სარგებლობს. ამიტომ, ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, მნიშვნელოვანია პროდუქტს მუდმივი განახლება.

სიახლეა ისიც რომ, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი გრძელვადიან დაზღვევას შეიძენს (90 დღე და მეტი) და პოლისის დამადასტურებელი დოკუმენტი დაბეჭდილი ფორმით დასჭირდება, პოლისს 3 სამუშაო დღის ვადაში მისთვის სასურველ ადგილზე მიიღებს.

პოლისის შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით, ასევე იმედი L-ის აპლიკაციასა და ოფისებში. მომხმარებელს, საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის დატოვებამდე ნებისმიერ მომენტში, ონლაინ რამდენიმე წუთში შეუძლია შეიძინოს დაზღვევა, ელექტრონული პოლისი კი, მეილზე მიუვა.

სამოგზაურო დაზღვევის დეტალური პირობების ნახვა იმედი L-ის ვებგვერდზე შეგიძლიათ.

R