ავტორი:

"მათ შორის წლებია ომია" - მელანია და ივანკა ტრამპების კონფლიქტი: რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს დონალდ ტრამპის მთავარი ქალები

"მათ შორის წლებია ომია" - მელანია და ივანკა ტრამპების კონფლიქტი: რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს დონალდ ტრამპის მთავარი ქალები

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პირველ ლედის, მელანია ტრამპს დაძაბული ურთიერთობა აქვს დონალდ ტრამპის უფროს ქალიშვილთან - ივანკასთან. განხეთქილება სათავეს 2005 წლიდან იღებს, იმ დღიდან, როცა მელანია დონალდ ტრამპს გაჰყვა ცოლად. როგორც წყარო ჰყვება, ქალებს შორის კონკურენციაა - ვინ უფრო წარმატებული იმიჯით გამოჩნდება საზოგადოებაში.

ინსაიდერები საუბრობენ იმის შესახებ, თუ როგორ იბრძოდა ორი ქალი ფაქტობრივად ყველაფრის გამო - საოფისე ფართებზე, უცხოეთში მოგზაურობაზე და ასევე ზოგიერთ პოლიტიკურ თემაზე. წყარო ჰყვება, რომ ტრამპის პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს მელანიასა და ივანკას კონფლიქტი ჰქონდათ იმის შესახებ თუ სად ექნებოდათ, თეთრი სახლის რომელ ნაწილში ექნებოდათ ოფისი.

"მათ შორის წლებია დიდი ომია", - წერს "დეილი მეილი" წყაროზე დაყრდნობით.

მელანიას ნამდვილად არ დაეხმარა ის ფაქტი, რომ ის ვაშინგტონში არ გადავიდა საცხოვრებლად 2017 წლის ზაფხულამდე. მისი ვაჟი ბარონი 10 წლის იყო, როდესაც მამამ მოიგო 2016 წლის არჩევნები, ხოლო მელანია მასთან დარჩა ნიუ-იორკში, სანამ ის სასწავლო წელს დაასრულებდა.

  • როგორც ოჯახთან დაახლოებული პირები ამბობენ, ორ ქალს შორის დაძაბულობა ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრდა.

ცოტა ხნის წინ, ივანკამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს, მან ისიც თქვა, რომ მამასთან ახლო ურთიერთობა აქვს. 2020 წლის არჩევნებში ტრამპის დამარცხების შემდეგ, ივანკა და მისი მეუღლე სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად მაიამიში გადავიდნენ საცხოვრებლად.

"მოუთმენლად ველოდები მასთან ერთად ფილმის ან სპორტული თამაშების ყურებას. მახარებს იმის ცოდნა, რომ მამას შეუძლია ჩემთან საკუთარი თავი იყოს და უბრალოდ დაისვენოს“, - თქვა ივანკამ გასულ თვეში ინტერვიუში. ორსაათიანი საუბრის მიუხედავად, ივანკას მელანია ერთხელაც არ უხსენებია.

  • მელანიამ კი თავის მემუარებში ივანკას შესახებ დაწერა:

"ჩემი როლი არ არის მისი დედის შეცვლა, არამედ მხარდამჭერი და მეგობრული კავშირის დამყარება... აუცილებელია გვახსოვდეს, რომ თითოეული ადამიანი იმსახურებს პატივისცემას და გაგებას, მიუხედავად უთანხმოებისა“.

ივანკას ახლო ურთერთობა ჰქონდა დედასთან, ივანასთან, რომელიც 2022 წელს გარდაიცვალა.

"მათ შორის კონკურენციაა - ივანკა ძალიან წარმატებული ბიზნესმენია. ვფიქრობ, მელანიას უჭირს ტრამპის ოჯახთან საერთო ენის გამონახვა“, - თქვა მელანიასთან დაახლოებულმა წყარომ.

წყარო