დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობა თითქმის ერთი კვირაა გრძელდება. ბოლო ორ დღეში ადგილზე ვითარება მკვეთრად გაუარესდა. სოფლების ნაწილი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. ბოლო მონაცემებით, დანგრეულია და დაზიანებულია შენობები. რიგ სოფლებში შეწყვეტილია ენერგომომარაგება.
ამასთან, თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ჯარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში პირადი შემადგენლობითა და შესაბამისი ტექნიკით არის ჩართული.
ადგილზე მუშაობენ მოხალისეთა ჯგუფებიც, რომელთა ნაწილს ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდი აფინანსებს.
ნინო წილოსანი:
- ჩემი საყვარელი გურიიდან მწერენ, რომ სოფლებში უკვე შევიდნენ ჩვენი გმირი სამხედროები ხალხის დასახმარებლად და ისინი აუცილებლად მივლენ ყველა ადამიანთან, ვისაც დახმარება სჭირდება ამ ურთულეს ვითარებაში
რა თქმა უნდა, პარალელურ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.
მოხარული ვარ, რომ სტიქიის ზონაში, გურიაში ამ მომენტშიც იმყოფება პრემიერ-მინისტრი და მოსახლეობას მაქსიმალურად გვერდში უდგას. იმედი მაქვს მალე გავუმკლავდებით მოცემულ მდგომარეობას.
გურიაში ყველაზე მწვავე, თუმცა სხვა რეგიონებშიც არანაკლებ მძიმე სიტუაციაა დიდთოვლობის გამო. მინდა ჩემი საქართველოს ყველა კუთხეს მოგმართოთ, გაგამხნეოთ და გითხრათ, რომ ყველა თქვენს გვერდით ვართ. ერთად ყველაფერს გავუმკლავდებით", - წერს წილოსანი.
"ნანუკას ფანები დაორგანიზებულან. მისი მადლი გფარავდეთ და გისურვებთ, როგორც ის ადამიანებს ექცეოდა კუდის უფროსი ქმრის ზურგით, არ მოგკლებოდეთ ეს ტერორი.“ - დაწერა კომენტარების ველში წილოსანმა, რასაც ჟორჟოლიანმა უპასუხა.
"ჯერ უნდა იცოდე რომ ეგ სოდი იყო, რომლის სპეცრაზმის უფროსი იყო შენი სულიერი ძმა, ხარება, ამიტომ სოდს თუ რამეს უწუნებ, შორს წასვლა არაა საჭირო და მეორე, სოდი და კუდი ის დროა, მამაშენი კეზერასთან ერთად მაყუთებს რომ ჭრიდა, ამიტომ ჩუ...“ - წერს ნანუკა ნინო წილოსანის სტატუსის კომენტარებში.