ავტორი:

იპოთეკური სესხის აღება გამარტივდება - რა ცვლილებებია სებ-ის გადაწყვეტილებაში: "წინასწარ ნაკლები თანხის მობილიზება დაგჭირდებათ"

იპოთეკური სესხის აღება გამარტივდება - რა ცვლილებებია სებ-ის გადაწყვეტილებაში: "წინასწარ ნაკლები თანხის მობილიზება დაგჭირდებათ"

"ამ ცვლილებით, იპოთეკური სესხის აღება გამარტივდება - უძრავი ქონების შესაძენად, წინასწარ უფრო ნაკლები თანხა იქნება საჭირო“, - ამის შესახებ "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

  • საუბარია, ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც იპოთეკის შემთხვევაში სესხის უზრუნველყოფის მაჩვენებელი 70%-დან 80%-მდე გაიზარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ შესასყიდი უძრავი ქონება 100 000 ლარი ღირს, კომერციული ბანკისგან მაქსიმალური თანხა, რომლის სესხებასაც მოქალაქე შეძლებს, 80 000 ლარი იქნება (აქამდე ეს თანხა 70 000 ლარი იყო).

როგორც გიორგი კეპულაძე "ბიზნესპრესნიუსთან" განმარტავს, სხვანაირად რომ ვთქვათ, უძრავი ქონების შესაძენად, მოქალაქეებს წინასწარ უფრო ნაკლები თანხის მობილიზება დასჭირდებათ.

"ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ცვლილებით, იპოთეკური სესხის აღება გამარტივდება, შედარებით. პირობითად, თუ ქონება არის 100 000 ლარის ღირებულების, ბანკი სესხის სახით გალევდათ 70 000 ლარს, დანარჩენი 30 000 თქვენი სახსრები იყო, ახლა კი 20 000 ლარის მობილიზებაა საჭირო...წაიკითხეთ სრულად