ავტორი:

"აწამეს, ცხედარი დაწვეს და ხევში გადააგდეს" - რუსმა დეპუტატებმა ტყეში წამებით მოკლეს ქალი, რომელიც მათი საქმიანობით უკმაყოფილო იყო

"აწამეს, ცხედარი დაწვეს და ხევში გადააგდეს" - რუსმა დეპუტატებმა ტყეში წამებით მოკლეს ქალი, რომელიც მათი საქმიანობით უკმაყოფილო იყო

საშინელმა და სასტიკმა მკვლელობამ შოკში ჩააგდო ჩელიაბინსკის რეგიონი. როგორც ცნობილი ხდება ადგილობრივი ქალი - 46 წლის გულნაზ ვალეევა ბრედინსკის რაიონში მდებარე სახლიდან გაიტაცეს, აწამეს და შემდეგ მისი უსიცოცხლო სხეული წყაროსთან დააგდეს.

სასტიკ დანაშაულში ეჭვმიტანილი რიმნიკის სოფლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი რუდსკი, საოლქო საბჭოს დეპუტატი ალექსანდრე ბრუკალი და მისი ვაჟი ანდრეი არიან - ისინი დააკავეს.

  • არსებული ინფორმაციით, დეპუტატებმა ქალი ხეზე მიაბეს, აწამეს, დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, შემდეგ მისი დაწვა სცადეს და ბოლოს ცხედარი იქვე დატოვეს.

deputatebi
დაკავებული რუსი დეპუტატები

გულნაზ ვალეევა სოფელში მცხოვრებმა ნათესავებმა ბოლოს 2025 წლის 23 თებერვალს ნახეს.

ოჯახი დაღუპული ძმის დაკრძალვაზე შეიკრიბა. მოგვიანებით, ქალი სახლში დაბრუნდა. გვიან საღამოს მის სახლთან მივიდა სამი მთვრალი მამაკაცი, რომლებთანაც დიდი ხანია კონფლიქტი ჰქონდა. გულნაზმა საფრთხე იგრძნო და პოლიცია გამოიძახა.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, დაინახეს, რომ სამმა მამაკაცმა ის მანქანის საბარგულში ჩასვა და შემდეგ წავიდნენ. როდესაც პოლიცია მივიდა, მათ აღმოაჩინეს ცარიელი სახლი და საბურავების კვალი თოვლში. კვალმა ისინი ხევში მიიყვანა. ცხედარიც იმ მიდამოებში აღმოაჩინეს.

gulnaz_valeeva
მოკლული გულნაზ ვალეევა

მოკლულის და ამბობს, რომ გულნაზი სასტიკად იყო ნაწამები, მას შეურაცხყოფას აყენებდნენ და ცეცხლიც კი წაუკიდეს.

“მეზობლის ბავშვებმა დაინახეს, რომ მათ ჩემი და მანქანაში ჩასვეს. გულნაზმა პოლიცია გამოიძახა, მაგრამ პოლიციის სადგური დაახლოებით 25 კილომეტრშია. სანამ ისინი მოვიდნენ, ჩემი და წაიყვანეს ტყეში, სადაც მისი დაწვა სცადეს. მოკვლის შემდეგ ცხედარი ხევში გადააგდეს და თოვლით დაფარეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ მის სხეულზე არც ერთი მთელი ადგილი არ არის,“ - იხსენებს გულსუმი.

  • რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ სამი მამაკაცი დააკავა. 61 წლისა, 47 წლის და მესამე კი 32 წლის მამაკაცები არიან სოფლის გამგებელი დიმიტრი რუდსკი, ბრედინსკის ოლქის დეპუტატთა ასამბლეის წევრი ალექსანდრე ბრუხალი და დეპუტატის ვაჟი ანდრეი ბრუხალი. დაკავების დროს ისინი ნასვამები იყვნენ.

დიმიტრი რუდსკოი სოფლის გამგებლად 2018 წელს აირჩიეს. ალექსანდრე ბრუჟალი კი “ედინაია რასიას“ ბრედინსკის დეპუტატთა ასამბლეის წევრია.

როგორც რუსული მედია წერს, მანამდე ქალსა და დეპუტატებს შორის დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა კონფლიქტი. ის მათ გულგრილობაში და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებდა.

წყარო