ავტორი:

"ერთი წლის წინ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა" - რა დეტალები ხდება ცნობილი "ევროტურის" ვარსკვლავის გარდაცვალების შესახებ და რას წერს მედია მიზეზებზე

"ერთი წლის წინ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა" - რა დეტალები ხდება ცნობილი "ევროტურის" ვარსკვლავის გარდაცვალების შესახებ და რას წერს მედია მიზეზებზე

ცნობილი მსახიობი, მიშელ ტრაქტენბერგი საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა. მსახიობი 39 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიშელს არაერთ სერიალსა და ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა განსაკუთრებით პოპულარული კინოსურათ "ევროტურში“ შესრულებული როლით გახდა.

გარდაცვალების მიზეზებზე არაერთი ვერსია სახელდება, თუმცა ოფიციალურად ჯერ არაფერია ცნობილი და ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

  • როგორც მედია წერს, ერთი წლის წინ მიშელ ტრაქტენბერგს ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ შესაძლოა, მისმა სხეულმა ვერ მიიღო უცხო ორგანო.

ცნობილია, რომ გარდაცვლილი მსახიობი დედამ იპოვა, რის შემდეგაც 911-ზე დარეკა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა აცხადებს, რომ ქალს გული გაჩერებული ჰქონდა.

  • ბოლო თვეების განმავლობაში მიშელმა "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ფანების აზრით ფერმკრთალი ჩანდა. ამის გამო კომენტარებში ხშირად ეკითხებოდნენ, თუ რა იყო მიზეზი - ხომ არ იყო ნარკოტიკებზე დამოკიდებული, ან რაიმე დაავადება ხომ არ ებრძოდა.

გასულ წელს მსახიობმა გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა და თქვა, რომ ჯანმრთელი და ბედნიერია და არასდროს არ გაუკეთებია პლასტიკური ოპერაცია.

მიშელი დაიბადა ნიუ-იორკში 1985 წლის 11 ოქტომბერს. 9 წლის იყო, როდესაც პირველად შეასრულა როლი სერიალში “The Adventures of Pete and Pete,” ამის შემდეგ მონაწილეობდა ბავშვებთან დაკავშირებულ ფილმებსა და შოუებში. 1996 წელს ფილმში "Harriet the Spy" მან მთავარი როლი შეასრულა.

სერიალ ჭორიკანადან ის მაყურებელს ახსოვს ანტაგონისტ ჯორჯინა სპარკსის როლით.