სათაურმა: აღმოაჩინეს დედამიწისკენ მიმავალი გიგანტური ასტეროიდი, რომელიც სავარაუდოდ პლანეტაზე სიცოცხლის ნაწილს გაანადგურებს, - მსოფლიოში პანიკა გამოიწვია.
თუმცა, როგორც theguardian-ი წერს, ახლა შეგვიძლია შვებით ამოვისუნთქოთ. ახალი გამოთვლებით, დედამიწასთან შეჯახების ალბათობა ახლა იმდენად მცირეა, რომ მხოლოდ 0,0017%-ს შეადგენს.
წლის დასაწყისში, 2024 YR4 -ის ტრაექტორიის გამოთვლის შედეგად დადგინდა, რომ ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახების ალბათობა 3.1%-ი იყო. ითვლებოდა, რომ შეჯახებისას მას შეეძლო 7,8 მეგატონა ენერგიის გამოყოფა, რაც უდიდეს აფეთქებას გამოიწვევდა.
ექსპერტები ყურადღებით აკვირდებოდნენ ასტეროიდის ტრაექტორიას, რის შემდეგაც NASA-ს მონაცემებმა აჩვენა, რომ შანსი 0.0017%-მდე შემცირდა.
“ეს ასტეროიდი იყო კარგი დემონსტრირება იმისა, თუ რატომ არის ეფექტური დაკვირვებები,“ - ამბობს პლანეტარული ასტრონომიის პროფესორი ედინბურგის უნივერსიტეტში, კოლინ სნოდგრასი.
მისივე თქმით, ასეთი გაფრთხილებები, სავარაუდოდ, უფრო ხშირი გახდება.
“ჩვენ უნდა შევეჩვიოთ ასეთ გაფრთხილებებს - რადგან ვერა რუბინის ახალი ობსერვატორია ცის სკანირებას ამ წლის ბოლოს დაიწყებს. კიდევ ბევრ ასტეროიდს ვიპოვით და ზოგიერთ მათგანს უდავოდ დასჭირდება დამატებითი ყურადღება შეჯახების გამოსარიცხად“, - თქვა მან.
იხილეთ ასევე: