BBC-ის ინფორმაციით, ძმებმა, ენდრიუ და ტრისტან ტეიტმა რუმინეთი დატოვეს ადგილობრივი დროით 05:00 საათზე.
არსებული ინფორმაციით, მათ ქვეყანა კერძო თვითმფრინავით დატოვეს და აშშ-ში გაემგზავრნენ. როგორც რუმინული წყაროები წერენ, ძმები ფლორიდაში იცხოვრებენ.
მათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შინაპატიმრობაც ჰქონდათ მისჯილი.
მიმდინარე თვის დასაწყისში რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მედიასთან განაცხადა, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ტრამპის წარმომადგენელთან, რიჩარდ გრენელთან მან ენდრიუ და ტრისტან ტეიტების საკითხი განიხილა. მინისტრის თქმით, "საუბრისას აშკარა იყო გრენელის მხარდაჭერა ძმების მიმართ". ამ განცხადებიდან მალევე კი ძმებმა, რომელბსაც რუმინეთის დატოვება ეკრძალებოდათ, ქვეყანა დატოვეს.