ავტორი:

ჰოლივუდის ლეგენდარული ვარსკვლავი, ოსკაროსანი მსახიობი საკუთარ სახლში ცოლთან ერთად, გარდაცვლილი იპოვეს

ჰოლივუდის ლეგენდარული ვარსკვლავი, ოსკაროსანი მსახიობი საკუთარ სახლში ცოლთან ერთად, გარდაცვლილი იპოვეს

ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი, ოსკაროსანი ჯინ ჰეკმენი და მისი მეუღლე ბეტსი არაკავა საკუთარ სახლში, ნიუ მექსიკოში გარდაცვლილები იპოვეს.

  • ჰეკმენმა კარიერის განმავლობაში, რომელიც 6 ათწლეულზე მეტხანს გაგრძელდა, ორჯერ მოიპოვა ოსკარი, არი ორი ბაფტას, ოთხი ოქროს გლობუსის და კინომსახიობთა გილდიის ჯილდოს მფლობელი.

"ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჯინ ჰეკმენი და მისი მეუღლე გარდაცვლილები იპოვეს თავიანთ სახლში“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

მათივე ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით. მკვდარი იპოვეს ასევე მათი ძაღლი.

ჰეკმენმა საუკეთესო მსახიობი მამაკაცის კატეგორიაში ოსკარი მოიპოვა 1971 წელს, The French Connection-ში შესრულებული მთავარი როლისთვის, ხოლო მეორე ოსკარი საუკეთესო მეორე ხარისხოვანი როლისთვის მიიღო კლინტ ისტვუდის ფილმში, Unforgiven შესრულებული როლისთვის, 1992 წელს.

ჯინ ჰეკმანი თამაშობდა ლეგენდარულ ფილმში, "ბონი და კლაიდი" - ის ბაკ ბაროუს როლს ასრულებდა.

ჰეკმენი 95 წლის იყო, ხოლო მისი მეუღლე 63 წლის.