ავტორი:

"ორი დღეა მოხალისედ ვმუშაობთ... ჩემი წიგნების ჰონორარი მთლიანად მიმართულია სტიქიით დაზარალებულისკენ" - რას წერს გიორგი კეკელიძე გურიიდან

"ორი დღეა მოხალისედ ვმუშაობთ... ჩემი წიგნების ჰონორარი მთლიანად მიმართულია სტიქიით დაზარალებულისკენ" - რას წერს გიორგი კეკელიძე გურიიდან

მწერალი, "წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების" დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე სტიქიის ადგილას ჩავიდა. გურიაში, სადაც დიდთოვლობას ებრძვიან, ის მოხალისედ მუშაობს.

"ორი დღეა მოხალისედ ვმუშაობთ მე და მეგობრები. ჩემი წიგნების ჰონორარი მთლიანად მიმართულია სტიქიით დაზარალებულისკენ. დამეხმარა რამდენიმე ნაცნობიც. ვამარაგებთ ოჯახებს საკვებით, წამლებით, საჭირო ნივთებით და პორტატული დამტენებით გურიის სამივე მუნიციპალიტეტში.

წაღებული გვაქვს რამდენიმე დღის მარაგი და შეძლებისდაგვარად ვკვებავთ მიუსაფარ ცხოველებს.მოსწავლეებს, რომლებიც ემზადებოდნენ მასწავლებლებთან და ვერ ახერხებენ მისვლას, ონლაინ-ჩართვებისთვის უზრუნველყოფთ ინტერნეტით.მდგომარეობა რთულია. მაქვს კოორდინაცია თითქმის ყველა ჯგუფთან და სადაც ვერ მივდივართ, დისტანციურად ვეხმარებით" - წერს გიორგი კეკელიძე.