ავტორი:

"აშშ-ის წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, დონალდ ტრამპი მზად არის სხვებს მოუსმინოს" - პესკოვი

"აშშ-ის წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, დონალდ ტრამპი მზად არის სხვებს მოუსმინოს" - პესკოვი

აშშ-ის წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, დონალდ ტრამპი მზად არის სხვებს მოუსმინოს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  • "ვხედავთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი თავად საუბრობს და ასევე, მზად არის სხვებს მოუსმინოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ვაშინგტონის ამჟამინდელ ადმინისტრაციას წინა ადმინისტრაციისგან არსებითად განასხვავებს“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

პეშკოვმა აღნიშნა, რომ რუსული და ამერიკული კომპანიები თანამშრომლობით არიან დაინტერესებულები.

"ერ-რიადში, რუსული და ამერიკული კომპანიებისთვის პოტენციური თანამშრომლობის ფართო სპექტრი იქნა აღნიშნული. კომპანიების მხრიდან ინტერესი არსებობს, მაგრამ ამ საკითხზე კონკრეტული საუბარი ჯერ არ ყოფილა“, - აღნიშნა პესკოვმა.