აზერბაიჯანში ეთილის სპირტით მოწამვლის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 19 ადამიანი დაიღუპა. მანამდე არსებული ინფორმაციით, ბაქოს საბუნჩუს რაიონში 22-23 თებერვალს 15 ადამიანი დაიღუპა, თუმცა გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა.
აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა დაუდევრობის მუხლით, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიკვდილი.
ექსპერტების წინასწარი დასკვნის მიხედვით, დაზარალებულებმა მოიხმარეს 75-დან 95 პროცენტამდე ალკოჰოლის შემცველი სასმელი.
"შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ცარიელი ბოთლები და სხვა ნივთმტკიცებულებები“, - აცხადებენ ბაქოს გენერალურ პროკურატურაში.