რამდენიმე დღიანმა დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა გურიისა და აჭარის რეგიონებში. დიდთოვლობის შედეგად მოქალაქეთა ნაწილი გარე სამყაროს იყო მოწყვეტილი. ამ დრომდე სხვადასხვა სოფლებში აქტიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები, ასევე მოსახლეობას მედიკამენტებითა და საკვებით ამარაგებენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, ასევე მოხალისეები.
AMBEBI.GE არჩილ თალაკვაძეს დაუკავშირდა, რომელიც ამჟამად გურიის რაიონის სოფელ ჯუმათში იმყოფება:
"მე არაფერი გამივრცელებია, ვმუშაობ, როგორც სხვები... ამჟამად სოფელ ჯუმათში ვართ, დიდი თოვლისგან მოწყვეტილ სოფლებში მიგვაქვს მედიკამენტები, საკვები და აგვყავს „ენერგო-პრო“-ს თანამშრომლები, ელექტროენერგია რომ ჩავრთოთ. შევისვენებთ 10 წუთს და ისევ გავდივართ. ბოდიშს გიხდით, მეტს ვეღარ გიპასუხებთ".
წაიკითხეთ ასევე: