ავტორი:

26 თებერვლიდან 9 მარტამდე ისარგებლეთ სპეციალური ფასებით DREAME-ის პროდუქციაზე და გაახარეთ საყვარელი ადამიანი

26 თებერვლიდან 9 მარტამდე ისარგებლეთ სპეციალური ფასებით DREAME-ის პროდუქციაზე და გაახარეთ საყვარელი ადამიანი

Dreame-ის ტექნიკაზე მარტის ფასდაკლებები უკვე დაიწყო: 26 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით შეიძინეთ უმაღლესი ხარისხის მტვერსასრუტები და თმის მოვლის ნაკრებები სპეციალურ ფასად და გაუმარტივეთ ყოველდღიურობა საყვარელ ადამიანს.

Dreame ტექნიკის მწარმოებელი საერთაშორისო კომპანიაა, რომელმაც სახელი გაითქვა ინოვაციურობით, მაღალი ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასებით.

ბრენდის მძლავრი, მაღალტექნოლოგიური რობოტი და ხელის მტვერსასრუტები დაგავიწყებთ ისეთ მოსაწყენ საქმეს, რაც იატაკის დასუფთავებაა, ფენი კი სწრაფად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაგეხმარებათ სასურველი ვარცხნილობის მიღებაში. რაც მთავარია, დაზოგავთ დროს და ყოველდღიურობას უფრო კომფორტულსა და სასიამოვნოს გახდით. სწორედ ამიტომ, 3 და 8 მარტს გაუკეთეთ ყველაზე პრაქტიკული საჩუქარი საყვარელ ადამიანს და გაუმარტივეთ დღის რუტინა.

მარტის ფასდაკლებები ვრცელდება Dreame-ის შემდეგ პროდუქციაზე:

მაღალტექნოლოგიური ხელის მტვერსასრუტები

Dreame-ის ხელის უსადენო მტვერსასრუტი დროის დაზოგვისა და მოკლე დროში იდეალური სისუფთავის მიღწევაში გვეხმარება. ამასთან, სხვა ტიპის მტვერსასრუტებისგან განსხვავებით, ის სხვადასხვა ზედაპირის, მაგალითად, დივნების დასუფთავების საშუალებას იძლევა.

ბრენდის მტვერსასრუტები განსაკუთრებულ კომფორტს შეუქმნის საჩუქრის ადრესატს, რადგან აქვს ისეთი უპირატესობები, როგორიცაა: ელემენტის გამძლეობა, შეწოვის მაღალი სიმძლავრე, სიმსუბუქე, ფილტრაციისა და ხმის დამხშობი სისტემები, მოცულობითი მტვრის კონტეინერი, დამატებითი თავაკები და განათება.

ამასთან, Dreame-ის პროდუქცია გამოირჩევა გამძლეობით, რის გამოც მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ბრენდად რჩება.

რობოტი მტვერსასრუტები

Dreame-ის ჭკვიანი მტვერსასრუტები იდეალურია მათთვის, ვისაც დროის დაზოგვის პარალელურად სახლში იდეალური ჰიგიენის მიღწევა სურს. L10s Plus მოდელი აღჭურვილია მრავალფეროვანი ფუნქციონალებით და ეფექტურად ასუფთავებს ნებისმიერი ტიპის ზედაპირს, იქნება ეს ხე, მეტლახი, ლამინატი, ხალიჩა თუ სხვა. მოწყობილობა სიმძლავრეს ზედაპირის სპეციფიკის მიხედვით ცვლის, აქვს წინაღობის გადალახვისა და მიუდგომელ ადგილებში მიღწევის უნარი. მოდელს აქვს თვითდაცლის ფუნქცია, ყოველი წმენდის შემდგომ თავად იმუხტება და იცლება ჭუჭყისგან კონტეინერში; ასუფთავებს 150 კვ/მ-მდე ფართობ და საუკეთესოა მათთვის ვისთვისაც ცხოველის ბეწვის ზედაპირებიდან მოშორება ყოველდღიური გამოწვევაა.

თმის მოვლის კომპლექტი

საერთაშორისო ტექნოლოგიურმა კომპანიამ Dreame შექმნა ინოვაციური თმის მოვლის მოწყობილობები, რომლებსაც მინიმუმამდე დაჰყავს დაზიანების ხარისხი და მნიშვნელოვნად ამარტივებს ყოველდღიურ რუტინას.

მთავარი მახასიათებელი, რაც მოწყობილობას უნდა ჰქონდეს, ტემპერატურის კონტროლია და Dreame-ის თმის მოვლის საშუალებებში აღნიშნულ დეტალს განსაკუთებული ყურადღება ეთმობა.

დახვეწილი დიზაინი, მრავალფეროვანი ფუნქციონალები და გამოყენების სიმარტივე დღის რუტინას უფრო სასიამოვნოს გახდის. ამასთან, მოგეცემათ საშუალება, მიიღოთ სასურველი ვარცხნილობა თმის დაზიანების გარეშე, რაც ბევრი ჩვენგანისთვის მთავარი გამოწვევაა.

Dreame-ის ტექნიკის ფასდაკლებით შეძენა შესაძლებელია „ელიტის“, „ალტას“, „მისთორის“, „კონტაქტ ჰოუმისა“ და „შაომის“ მაღაზიებში როგორც ადგილზე, ისე ონლაინ. ესტუმრეთ ფილიალებს და არ გამოტოვოთ შანსი, გაუკეთოთ სასურველი საჩუქარი საყვარელ ადამიანს!

R