ავტორი:

მსოფლიო ბესთსელერი სკანდინავიური საკვები დანამატების ბრენდი New Nordic უკვე საქართველოშია

მსოფლიო ბესთსელერი სკანდინავიური საკვები დანამატების ბრენდი New Nordic უკვე  საქართველოშია

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მნიშვნელოვანი სიახლეა - მას საკვები დანამატების საერთაშორისო პრემიუმ ბრენდი New Nordic შემოუერთდა. New Nordic-ის პროდუქტები უკვე 30 წელზე მეტია წარმოდგენილია მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში და პოპულარობით სარგებლობს ევროპაში,ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიაში. ბრენდს მიღებული აქვს უამრავი საერთაშორისო ჯილდო და პრიზები ადამიანების ახალგაზრდობასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვაში შეტანილი წვლილის, ასევე ბიოლოგიურად აქტიური დანამატების შექმნის ინოვაციური, სრულიად განსხვავებული მიდგომისთვის. ბუნებასთან ახლოს... ვიკინგების დროინდელი სკანდინავიური ტრადიციით შექმნილი ბრენდი ადამიანებს ძალას, ენერგიას, სილამაზესა და სიცოცხლის გახანგრძლივების შესაძლებლობას აძლევს.

„მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვხვდებოდი სხვადასხვა კულტურის მქონე ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მცენარეთა მრავალფეროვნებას იყენებდნენ. სწორედ აქედან დაიბადა ჩემი უდიდესი სიყვარული ბუნებისა და მისი გულუხვი საჩუქრების მიმართ. ჩემს ოცნებად იქცა, შემექნა კომპანია, სადაც ბუნებისგან ნაბოძები პროდუქტები შეიქმნებოდა და მიანიჭებდა ადამიანებს ძალას, ენერგიას, სილამაზესა და მუდმივი ახალგაზრდობის შეგრძნებას”, - აღნიშნავს კომპანია New Nordic-ის დამფუძნებელი, კარლ კრისტიან ბერგმან იანსენი.

New Nordic-ი 1990 წელს დაარსდა სკანდინავიური ფილოსოფიითა და მკაფიო მისიით “Inside-out” -სილამაზისა და შინაგანი მდგომარეობის განცდა იწყება შიგნიდან, ორგანიზმისა და ბუნების ჰარმონიული შერწყმის შედეგად. ბრენდის პროდუქცია იწარმოება შვედეთსა და დანიაში, GMP (GoodManufacturing Practice) საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით. საკვები დანამატები იქმნება მხოლოდ ველური ბუნების წიაღში მოპოვებული მცენარეული ნედლეულის, ვიტამინებისა დამინერალების გამოყენებით. ინგრედიენტების შერჩევა ხდება საფუძვლიანი სამეცნიერო კვლევებით,ხარისხი და ეფექტიანობა კი დამოწმებულია სერტიფიცირებულ ლაბორატორიებში.

„ფარმსახლის“ აფთიაქებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, მომხმარებელი უკვე აღმოაჩენს NewNordic-ის ბესთსელერ პროდუქტებს როგორც ქალების, ასევე მამაკაცებისთვის.

Apple Cider & Weight Management – ვაშლის ძმრის შემცველი კომპლექსი 20 წლიანი გამოცდილებით ჯანსაღი მეტაბოლიზმის შესანარჩუნებლად და წონის მენეჯმენტისთვის. მრავალჯერ დაჯილდოებული და აღიარებულია როგორც საუკეთესო გასახდომი და დეტოქს საშუალება.

Hair Volume – 13 - წლიანი გამოცდილების, არაერთი კონკურსის გამარჯვებული და ჯილდოს მფლობელი ბრენდი თმის ჯანსაღი ზრდისა და მოცულობის გაუმჯობესებისთვის.

Multivitamin for Women / for Men – დანამატები, რომლებიც ზრუნავენ ქალისა და მამაკაცის ახალგაზრდობის შენარჩუნებაზე, სილამაზესა და ჯანმრთელობაზე. New Nordic-ის ხაზში ასევე აღმოაჩენთ სპეციალიზებულ პრემიუმ დანამატებს იმუნიტეტის მხარდასაჭერად, თვალის, სმენის, შარდ-სასქესო სისტემის, ღვიძლის, გულისა და თავის ტვინის ჯანმრთელობისთვის.

„მოხარული ვართ, „ფარმსახლის“ სააფთიაქო ქსელის მეშვეობით წარმოგიდგინოთ საქართველოში ისეთი ცნობილი, საერთაშორისო ბრენდი, როგორიც New Nordic-ია. ბრენდის პროდუქტები მსოფლიო ბესთსელერებად არის აღიარებული დ უკვე ათწლეულზე მეტია, New Nordic-ი გლობალური ფარმაცევტული ბაზრის ლიდერებს შორის არის. კვალიფიციური ფარმაცევტების მქონე აფთიაქების წყალობით, ჩვენ შევძლებთ მომხმარებლამდე მივიტანოთ New Nordic-ის პროდუქტების ყველა ღირებულება: ბუნებრიობა, სამეცნიერო ვალიდობა და სკანდინავიური სანდოობა. ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე ბრენდი წარმოდგენილი იქნება საქართველოს ყველა სააფთიაქო ქსელში და გახდება ისეთივე პოპულარული, როგორც მსოფლიოს ლიდერ ქვეყნებში“. – აღნიშნავს ლიკა ლობჟანიძე, „ნიუ ნორდიკის“ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

New Nordic-ის პროდუქცია წარმოდგენილია ექსკლუზიურად „ფარმსახლის“ სააფთიაქო ქსელში. ბრენდი მალე ონლაინ პლატფორმებზეც გამოჩნდება, რაც ხელმისაწვდომს გახდის მის შეძენას სახლიდან გაუსვლელად, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან. New Nordic-ი მომხმარებელს სთავაზობს იზრუნოს სილამაზეზე, ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე ყველაზე ბუნებრივი, ნატურალური და უსაფრთხო ფორმულებით.

R