ავტორი:

“ტრამპის მკაცრი სიტყვა, რომ “უკრაინამ უნდა დაივიწყოს ნატო“, ნიშნავს იმას, რომ უნდა დაივიწყოს ნატო“ - გურამ მაჭარაშვილი

“ტრამპის მკაცრი სიტყვა, რომ “უკრაინამ უნდა დაივიწყოს ნატო“, ნიშნავს იმას, რომ უნდა დაივიწყოს ნატო“ - გურამ მაჭარაშვილი

“ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტის მკაცრი სიტყვა, რომ “უკრაინამ უნდა დაივიწყოს ნატო“, ნიშნავს იმას, რომ უნდა დაივიწყოს ნატო“, - ამის შესახებ “ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, “რუსეთი უკრაინაში ნატოში გაწევრიანების გამო შევიდა და ეს ყველამ აღიარა, მათ შორის, თავად ამერიკის პრეზიდენტმა“.

“რეალურად, 3 წლის თავზე, უკრაინამ მიიღო დაკარგული ტერიტორიები, ასეულობით ათასი დაღუპული ადამიანი, ბუნდოვანი მომავალი, განადგურებული ეკონომიკა და ამ ყველაფრის ფონზე, წარმოიდგინეთ, რისთვისაც დააწყებინეს ომი და წააქეზეს, მკაცრი უარი მიიღო ამერიკიდან ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტის მკაცრი სიტყვა, რომ “უკრაინამ უნდა დაივიწყოს ნატო“, ნიშნავს იმას, რომ უნდა დაივიწყოს ნატო. ნატოში ამერიკა არის გადამწყვეტი სიტყვის მქონე, ეს ყველამ კარგად ვიცით. ამ ყველაფრის ფონზე უკრაინას ეუბნებიან, რომ უნდა გადაიხადოს გადასახადი და ზელენსკის უხარია ის, რომ თავისი სასარგებლო წიაღისეულიდან მოგების 50% უნდა გადაუხადოს შეერთებულ შტატებს. ეს მიიღო, სამწუხაროდ, უკრაინამ,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია დაივიწყოს ნატო-ში გაწევრიანება.

“შეგიძლიათ დაივიწყოთ (ნატო-ში გაწევრიანება). ალბათ, ეს არის მიზეზი, რის გამოც ყველაფერი დაიწყო“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში კაბინეტის პირველ სხდომაზე, როდესაც ჰკითხეს, რა დათმობებზე უნდა წავიდეს უკრაინა.

უკრაინამ ნატო-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წელს, სექტემბერში გააკეთა.