ავტორი:

"მთელი საბერძნეთი პარალიზებულია, დაკეტილია ყველა საჯარო უწყება" - ქვეყანა მასშტაბურმა აქციებმა მოიცვა: რას ითხოვენ ქუჩაში გამოსულები?

"მთელი საბერძნეთი პარალიზებულია, დაკეტილია ყველა საჯარო უწყება" - ქვეყანა მასშტაბურმა აქციებმა მოიცვა: რას ითხოვენ ქუჩაში გამოსულები?

საბერძნეთი მასშტაბურმა აქციებმა მოიცვა. ათასობით ადამიანი დედაქალაქ ათენსა და ქალაქ თესალონიკში, ქუჩებში გამოვიდა.

ათენში, სინდაღმაზე უპრეცედენტო რაოდენობის ხალხი შეიკრიბა.

როგორც georgians.gr წერს, მთელი საბერძნეთი “პარალიზებულია”, დაკეტილია ყველა საჯარო უწყება, კერძო უწყებებმა გაფიცვა გამოაცხადეს, გაფიცულია საჯარო ტრანსპორტიც, მუშაობს მხოლოდ მეტრო და ტრამვაი, 17:00 საათამდე, მხოლოდ იმ მიზნით, რომ მოემსახურონ დემონსტრანტებს, აქციის მიმართულებით და სახლებში დასაბრუნებლად.

ათენის გარდა, უპრეცედენტო რაოდენობის ხალხი შეიკრიბა თესალონიკშიც. დემონსტრანტები ვენიზელუს ძეგლთან შეიკრიბნენ და არისტოტელუს მოედნისკენ გამართავენ მსვლელობას.

tesaloniki
თესალონიკი

tesaloniki
თესალონიკი

ვრცელდება ვიდეო თესალონიკიდან:

ქალაქებში გამოსული მოსახლეობა ხელისუფლებას ტემპის ტრაგედიის გამოძიებისკენ მოუწოდებს.

2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საბერძნეთში, ტემპის ველის სამხრეთით, ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. ტრაგედია 2023 წლის 28 თებერვალს მოხდა. შედეგად დაიღუპა 57 მგზავრი, თუმცა გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.

დაღუპულთა ოჯახის წევრებს კითხვებზე პასუხები ამ დრომდე არ აქვთ. ისინი ხელისუფლებას პასუხისმგებელი პირების დასჯას სთხოვენ.

წყარო