ავტორი:

გაეცანით უძველესი ცივილიზაციების საგანძურს საბავშვო კვირეულის ფარგლებში!

გაეცანით უძველესი ცივილიზაციების საგანძურს საბავშვო კვირეულის ფარგლებში!

3 მარტიდან გამომცემლობა "პალიტრა L" საბავშვო კვირეულის სერიას - „გასაოცარი საგანძური“, რომელიც მოიცავს სამ დიდებულ ცივილიზაციას: ანტიკურ რომს, ვიკინგებსა და ძველ ეგვიპტეს, 50%-იანი ფასდაკლებით გთავაზობთ.

ამ გამორჩეული გამოცემების ფასდაკლებით შეძენას "პალიტრა L"-ის ვებგვერდზე და აპლიკაციაში შეძლებთ. ასევე, შესაძლებლობა გაქვთ, გახდეთ სერიის გამომწერი, ამისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 2 47 00 45.

ანტიკური რომი: ლეგენდარული იმპერია

ეს ფერადი და შთამბეჭდავად ილუსტრირებული წიგნი იმპერატორებისა და გლადიატორების სამყაროში გადაგიყვანთ.

წიგნში ნახავთ:

  • რომაელი ხალხის ყოველდღიური ცხოვრება;
  • დიდებული იმპერიის საგანძური;
  • გლადიატორის ჩაფხუტი, გველის ფორმის ოქროს სამაჯური, საომარი იარაღი და სხვა უძველესი ნივთები;
  • რომაელთა მითოლოგია და კულტურა.

თქვენ შეიტყობთ, როგორ ცხოვრობდნენ იმდროინდელი ჯარისკაცები, მოქალაქეები და ბავშვები, როგორი იყო მათი რწმენა და მხატვრული ხელოვნება. ეს წიგნი ისტორიის ჯადოსნურ სამყაროში გადაგიყვანთ.

ვიკინგები: ლეგენდები, საგები და საგანძური

ამ წიგნის ფურცლებზე თქვენ შეხვდებით საზღვაო მეომრებსა და ლეგენდარულ გმირებს.

წიგნი გაგაცნობთ:

  • ვიკინგების საომარ ტრადიციებს და იარაღს;
  • ვაჭრებისა და მოგზაურების უნიკალურ კულტურას;
  • რუნების, ღმერთებისა და მითების საიდუმლოებებს;
  • საოცარ არტეფაქტებს: მეომრის მუზარადი, მოელვარე ბროში, ტყავის ჩექმები და სხვა.

წიგნის ფურცლებზე გაიგებთ, როგორ ცხოვრობდნენ, იბრძოდნენ და მოგზაურობდნენ ვიკინგები. თქვენ შეძლებთ გახდეთ ამ საოცარი ეპოქის ნაწილი და აღმოაჩინოთ მისი საიდუმლოებები.

ძველი ეგვიპტე: ფარაონების სამეფო

ფარაონების და ღმერთების მიწაზე მოგზაურობა სავსეა იდუმალებით.

ამ წიგნში შეხვდებით:

  • ტუტანხამონის ბრწყინვალე ნიღაბსა და ნეფერტიტის ქანდაკებას;
  • ულამაზეს ოქროს სამკაულებსა და მუმიფიცირებულ კატებს;
  • იეროგლიფებს, რომელთა გაშიფვრაც ნამდვილ გამოწვევას წარმოადგენს;
  • ფარაონების საოცარ ისტორიებს.
  • ძველი ეგვიპტის საიდუმლოებები და დიდებული მემკვიდრეობა თქვენს თვალწინ გაცოცხლდება.

ეს წიგნები შესანიშნავი გზამკვლევია ბავშვებისთვის, რომლებიც ინტერესდებიან ისტორიისა და უძველესი ცივილიზაციების აღმოჩენით.

არ გამოტოვოთ! 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს პალიტრა L-ის ვებგვერდსა და აპლიკაციაში.

აღმოაჩინეთ უძველესი სამყაროს საგანძური ბავშვებისთვის შექმნილ ამ უნიკალურ წიგნებში!

R