ავტორი:

"მე ციხისთვის მზად ვიყავი, ჩალაგებული ჩანთით მივედი... შეეშვი პოლიტიკასო, არადა, "ოცნების" ძირითადი ნაწილი სპორტსმენი ან ყოფილი მუსიკოსია" - ნინო ქათამაძე

"მე ციხისთვის მზად ვიყავი, ჩალაგებული ჩანთით მივედი... შეეშვი პოლიტიკასო, არადა, "ოცნების" ძირითადი ნაწილი სპორტსმენი ან ყოფილი მუსიკოსია" - ნინო ქათამაძე

მომღერალ ნინო ქათამაძესა და მასთან ერთად კიდევ 8 პირს სასამართლომ 5.000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. "კვირის პალიტრა" ესაუბრა მომღერალს, რომელიც პირველად წარდგა მოსამართლის წინაშე, როგორც "დამნაშავე"...

- იმას, რაც სასამართლო დარბაზში ხდებოდა, მე ფარსს დავარქმევდი, სპექტაკლს. მიუხედავად იმისა, რომ ცხრავე ჩვენგანმა გულწრფელად თქვა, მოსამართლის სახლთან იმიტომ დავდექით, რომ ჩვენი ხმა გაეგონა, არავინ მოგვისმინა...

- ანუ მოსამართლეს უთხარით, რომ არ იცოდით, თუ ეს კანონდარღვევა იყო?

- კანონდარღვევაა, რომ მიდიხარ და აფუჭებ რამეს, ან შეუვარდი სახლში, რაღაც დაუნგრიე ან დილის 5 საათზე გააღვიძე. ჩვენ დილის 11 საათის მერე მივედით. ვიდეოჩანაწერში ჩანს, ისე ვდგავართ, რომ ტროტუარს არ ვცდებით. იქ პოლიციელებიც იყვნენ, მაგრამ იმის მაგივრად, მოსულიყვნენ და ეთქვათ, ეს დანაშაულიაო, ხმაც არ ამოუღიათ. ეს იყო მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი პროტესტი... როდესაც ჩვენს მოტივზე ვიწყებდით საუბარს, მოსამართლე გვაჩერებდა, საქმის ირგვლივ ისაუბრეთო.

რომ არ გვყოლოდა მაგარი იურისტები, ყველანაირი წინა პირობა იყო, რომ დავეპატიმრებინეთ. მე ციხისთვის მზად ვიყავი, ჩალაგებული ჩანთით მივედი...თუ ისე მოხდა, რომ ერთი წლის განმავლობაში ისევ დაგვაჯარიმეს, ავტომატურად საკანში ვხვდებით, ანუ პრობლემას გვიქმნიან, რომ აღარ გავაპროტესტოთ, არ ვიხმაუროთ...

ჩვენ არასოდეს მიგვიღია ისეთ კონცერტში მონაწილეობა, სადაც არ ვიქნებოდით ქართველები... არასოდეს ვმღეროდით საახალწლო კონცერტზე. არ ვმონაწილეობდით "მუზტივის" დაჯილდოებაზე, რათა არ ვყოფილიყავით ასოცირებული იმ მუსიკოსებთან, იმიტომ კი არა, რომ რუსოფობი ვარ, არა, ჩვენ ვმღეროდით იმ სივრცეში, სადაც პოლიტიკური ელიტა არ მოდიოდა. რაც მთავარია, მსმენელი ჩვენი მოპოვებულია და ამაში ჩვენ პოლიტიკური ფასი გადავიხადეთ. 2008 წელს აქციებზე წავედით, რომელიც იური შევჩუკმა გააკეთა. გააგრძელეთ კითხვა