თვითმფრინავის ბილეთები იაფად რომ დაჯავშნოთ, არსებობს რამდენიმე ეფექტური ხრიკი, რომლებიც დაგეხმარებათ, სასურველი მიმართულებით, ბიუჯეტურ ფასად ფრენების მოძიებაში.
მოგზაურობა დაუვიწყარი გამოცდილებაა, რომელიც ახალი ქვეყნების, კულტურების და კულინარიული ტრადიციების აღმოჩენის შესაძლებლობას გაძლევთ. გაითვალისწინეთ ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები, რათა შეიძინოთ aviabiletebi ყველაზე იაფად და ისიამოვნეთ მოგზაურობით.
1. თვითმფრინავის ბილეთების დაჯავშნა წინასწარ
თვითმფრინავის ბილეთები იაფად რომ დაჯავშნოთ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, მათი დროული დაჯავშნაა. თუ თქვენს ფრენას მინიმუმ 1.5-2 თვით ადრე დაგეგმავთ, ბევრად უკეთეს შეთავაზებებს მიიღებთ როგორც ავიაკომპანიებისგან, ისე სააგენტოებიდან. გაითვალისწინეთ, რაც უფრო ახლოვდება ფრენის თარიღი, მით უფრო მცირდება ავიაბილეთების ხელმისაწვდომობა და შესაბამისად, მათი ფასიც იზრდება.
2. აირჩიეთ დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები
ბიუჯეტური მოგზაურობისთვის, თვითმფრინავის ბილეთების დაჯავშნა , დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების ფრენებზე, საუკეთესო არჩევანია, რადგან ისინი უფრო ხელმისაწვდომ ფასად გთავაზობენ ავიაბილეთებს. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ ასეთი ავიაკომპანიების სერვისები, როგორიცაა კვება და ჩასაბარებელი ბარგი, ხშირად ფასიანია.
3. იმოგზაურეთ მხოლოდ ხელბარგით
თუ ჩასაბარებელი ბარგი თქვენთვის არც ისე მნიშვნელოვანია და შეგიძლიათ უარი თქვათ ბევრი სამოსისა თუ პირადი ნივთის გარეშე მოგზაურობაზე, უმჯობესია, მხოლოდ ხელბარგით იმოგზაუროთ. ეს ნამდვილად დაგეხმარებათ შეიძინოთ თვითმფრინავის ბილეთები იაფად. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ავიაკომპანიები ჩასაბარებელ ბარგზე ხშირად მაღალ საფასურს აწესებენ, ხოლო ხელბარგი ძირითადად ავიაბილეთის ღირებულებაში შედის.
4. იფრინეთ არასეზონურ პერიოდში
ტურისტულად დატვირთულ პერიოდებში, თვითმფრინავის ბილეთები ს ფასები მაღალია. სეზონები, როგორიცაა ზაფხული და ზამთარი, მოგზაურებისთვის ყველაზე პოპულარული პერიოდებია. დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობა ნაკლებად მოთხოვნად თვეებში და არა მხოლოდ ავიაბილეთებს შეიძენთ იაფად, არამედ უფრო მშვიდად მოინახულეთ თქვენს საყვარელ ქალაქს და ღირსშესანიშნაობებს, ასევე თავიდან აირიდებთ დიდ რიგებს მუზეუმებსა თუ რესტორნებში.
5. სწორად შეარჩიეთ დღეები
იცოდით, რომ თვითმფრინავის ბილეთები ს ფასები კვირის დღეების მიხედვით განსხვავდება? მაგალითად, შაბათ-კვირას ფრენები უფრო ძვირია, რადგან ყველაზე დიდი მოთხოვნა სწორედ ამ დღეებზე ფიქსირდება. თუ საშუალება გაქვთ, თვითმფრინავის ბილეთების დაჯავშნა სამუშაო დღეებში უკეთესი იქნება, მაგალითად სამშაბათს და ოთხშაბათს.
6. სწორად შეარჩიეთ ფრენის დრო
როგორც კვირის დღეები, ასევე დღის მონაკვეთიც, ავიაბილეთების ფასზე დიდ გავლენას ახდენს. საღამოსა და შუადღის რეისები ხშირად უფრო ძვირია, ხოლო დილის ან გვიან ღამის ფრენები - შედარებით იაფი.
7. შეიძინეთ ორმხრივი ავიაბილეთები ერთდროულად
თუ ზუსტად იცით თქვენი გამგზავრებისა და უკან დაბრუნების თარიღები, გირჩევთ ერთდროულად შეიძინოთ ორივე გზის ავიაბილეთები. ეს ხშირად უფრო იაფია, ვიდრე ცალ-ცალკე ყიდვის შემთხვევაში.
8. მხედველობაში გქონდეთ ტრანზიტული რეისები
პირდაპირი ფრენები ფასის მხრივ ყოველთვის ყველაზე ხელსაყრელი არ არის. ზოგჯერ ტრანზიტული რეისით მგზავრობა გაცილებით იაფი ჯდება. ასევე, შეგიძლიათ გაფრინდეთ ახლომდებარე ქალაქში, საიდანაც უფრო დაბალი ღირებულების ტრანსპორტით გაემგზავრებით დანიშნულების ადგილამდე.
9. გამოიყენეთ საძიებო სისტემები
თვითმფრინავის ბილეთების დაჯავშნა საძიებო სისტემის დახმარებით ბევრად კომფორტული და მარტივია. არ შეიზღუდოთ თავი მხოლოდ ერთი ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე მოძიებული ფრენებით. საძიებო სისტემები გაძლევთ საშუალებას, ერთ სივრცეში შეადაროთ სხვადასხვა ავიაკომპანიის ფასები და იპოვოთ ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი.
https://avia.ge/ ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი საძიებო სისტემაა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გაფილტრონ ავიაბილეთები ფასის, თარიღის, ავიაკომპანიისა და აეროპორტის მიხედვით. ფასების კალენდრის ფუნქცია კი საშუალებას გაძლევთ, შეარჩიოთ ყველაზე იაფი დღე ფრენისთვის.
სწორი დაგეგმვითა და მცირე ხრიკების გათვალისწინებით, თქვენ შეძლებთ შეიძინოთ თვითმფრინავის ბილეთები იაფად და დაზოგოთ თანხა მოგზაურობისთვის.
R