ავტორი:

რის აშენებას გეგმავს ყოფილი "მიხაილოვის“ საავადმყოფოს ტერიტორიაზე  რუსეთში მოღვაწე, ქართული წარმოშობის ბიზნესმენის კომპანია? (+ფოტოები)

რის აშენებას გეგმავს ყოფილი "მიხაილოვის“ საავადმყოფოს ტერიტორიაზე  რუსეთში მოღვაწე, ქართული წარმოშობის ბიზნესმენის კომპანია? (+ფოტოები)

თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ყოფილი "მიხაილოვის“ საავადმყოფოს ტერიტორიაზე თანამედროვე ხელოვნების ცენტრის - BREUS ART CENTRE აშენება იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ყოფილი "მიხაილოვის“ საავადმყოფო ქართული წარმოშობის რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა შალვა ბრეუსმა იყიდა. ქონება 16 020 000 ლარად გაიყიდა.

აღსანიშნავია, რომ ბრეუსის კუთვნილმა კომპანიამ "ჰანსმა“ მერიის არქიტექტურის სამსახურთან უკვე შეათანხმა პროექტის ესკიზი.

როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა, პროექტის მიხედვით ნარჩუნდება მიხეილის ყოფილი საავადმყოფოს ძირითადი ნაწილი, უკანა ფასადის მიშენების გარდა, რომელიც ექვემდებარება დემონტაჟს. ასევე ნარჩუნდება შენობის ისტორიული და კულტურული იერსახე.

რა პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილი "მიხაილოვის“ საავადმყოფოს ტერიტორიაზე

"საპროექტო ტერიტორიაზე, მდებარეობს ყოფილი მიხეილის საავადმყოფო. ასევე ამ ნაკვეთზე შეინიშნება სხვა შენობა-ნაგებობები. კერძოდ, გოთიკური შენობა, კლინიკის ინსტიტუტი, ყოფილი ექიმის რეზიდენცია და აფთიაქის შენობა.

საპროექტო ტერიტორიაზე პროექტით გათვალისწინებულია თანამედროვე ხელოვნების ცენტრის აშენება. პროექტის მიხედვით ნარჩუნდება მიხეილის ყოფილი საავადმყოფოს ძირითადი ნაწილი, უკანა ფასადის მიშენების გარდა, რომელიც ექვემდებარება დემონტაჟს. ნარჩუნდება შენობის ისტორიული და კულტურული იერსახე. გააგრძელეთ კითხვა და ნახეთ ფოტოები