ავტორი:

პლანეტების აღლუმი - 28 თებერვალს, ღამის ცაზე დედამიწელები იშვიათი ასტრონომიული მოვლენის მომსწრეები გახდებიან

პლანეტების აღლუმი - 28 თებერვალს, ღამის ცაზე დედამიწელები იშვიათი ასტრონომიული მოვლენის მომსწრეები გახდებიან

დღეს, 28 თებერვალს ღამის ცაზე დედამიწის მცხოვრებლები იშვიათი ასტრონომიული მოვლენის მომსწრეები გახდებიან - მზის სისტემის შვიდივე პლანეტის ერთდროულად დანახვას შეძლებენ. ასეთი მოვლენა ბოლოს 15 წლის წინ მოხდა და 2040 წლამდე აღარ განმეორდება.

"პლანეტების აღლუმი არის მომენტი, როდესაც ცაზე რამდენიმე პლანეტა ერთდროულად ჩანს“, - თქვა დოქტორმა გრეგ ბრაუნმა, სამეფო ობსერვატორიის გრინვიჩის ასტრონომმა - "ამ კვირაში შვიდივე პლანეტა ერთდროულად გამოჩნდება, თუმცა ყველა მათგანის დანახვა ადვილი არ იქნება".

”მერკური, ნეპტუნი და სატურნი ძალიან ახლოს არიან ჰორიზონტთან, რაც შეეხება ურანს, ის ძალიან სუსტია, ამიტომ მისი დანახვა ტელესკოპის გარეშე შეუძლებელი იქნება".

ვენერას, იუპიტერისა და მარსის დანახვას შეუიარაღებელი თვალითაც შევძლებთ.

მსგავსი მოვლენა ივნისშიც დაფიქსირდა, მაგრამ მაშინ შეუიარაღებელი თავლით მხოლოდ ორი პლანეტის დანახვა მოხერხდა, იანვარში კი - ექვსი პლანეტა გამოჩნდა. პლანეტებზე დაკვირვებისთვის საუკეთესო დრო მზის ჩასვლის შემდეგ იქნება. ხილვადობა დამოკიდებულია თქვენს ადგილმდებარეობასა და ამინდზე.

”მხოლოდ რამდენიმე წუთი გექნებათ - შეძლებთ ნათლად დაინახოთ ვენერა, იუპიტერი და მარსი კი დიდი ხნის განმავლობაში“, - თქვა გრინვიჩის სამეფო ობსერვატორიის ასტრონომმა ედვარდ ბლუმერმა.

წყარო