რამდენიმე დღიანმა დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა გურიისა და აჭარის რეგიონებში. დიდთოვლობის შედეგად მოქალაქეთა ნაწილი გარე სამყაროს იყო მოწყვეტილი. ამ დრომდე სხვადასხვა სოფლებში აქტიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები, ასევე მოსახლეობას მედიკამენტებითა და საკვებით ამარაგებენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, ასევე მოხალისეები.
ადგილზე რამდენიმე დღეა იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ისინი სტიქიის ზონიდან დროდადრო ავრცელებენ ვიდეოკადრებს.
მათ შორის არის პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი, რომლის ვიდეოს რამდენიმე დღის წინ უამრავი კომენტარი მოჰყვა. ელისაშვილმა ახალი ვიდეო გამოაქვეყნა და განმარტა:
"ამას წინ ვიდეო დავდე, მგელაძეების ოჯახს გადმოუთოვლეთ სახურავი და დამცინოდნენ. ფერადი ნიჩაბი რად უნდოდაო, მოკლეტარიანიო. არიფებო, რომ არ იცით, ეს არის პროფესიონალური ალპინისტური ნიჩაბი. ფერადი იმიტომაა, რომ თოვლში არ დაიკარგოს. ამოვედით ახლა მთის ძირში, ოზურგეთის რაიონში ერთ-ერთ ოჯახს ვეხმარებით გადათოვლაში. ოჯახის უფროსის გამოთლილი ნიჩაბი მოგვცეს. აჰა ძმაო ქართული გურული ნიჩაბი. თქვენი გულის გასახეთქად 100 წლის ნიჩბითაც ვიმუშავებ" - თქვა ელისაშვილმა.