ავტორი:

"ილონთან შეთანხმებით გვინდა, გაგიზიაროთ ახალი ამბავი" - მასკი მე-14 შვილის მამა გახდა: რას წერს ბავშვის დედა

"ილონთან შეთანხმებით გვინდა, გაგიზიაროთ ახალი ამბავი" - მასკი მე-14 შვილის მამა გახდა: რას წერს ბავშვის დედა

ილონ მასკმა გაამხილა, რომ მას და შივონ ზილისს მეოთხე შვილი შეეძინათ - ბიზნესმენისთვის ეს რიგით მე-14 შვილია. ახალი ამბავი ზილისმა საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით შეატყობინა. გარდა ამისმა, წყვილმა მათი მესამე ვაჟის სახელიც გაამხილა.

  • „ილონთან შეთანხმებით და არკადიის დაბადების დღის ფონზე, გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი მშვენიერი და წარმოუდგენელი ვაჟის სელდონ ლიკურგუსის შესახებ. ძალიან მიყვარს ის“, - დაწერა ზილისმა.

უცნობია, როდის დაიბადა სელდონ ლიკურგუსი. მესამე შვილი, არკადია წყვილს გასულ წელს შეეძინა - ჯერჯერობით უცნობია ბავშვის სქესი.

Tesla-ს დამფუძნებლის პირველი შვილი 2002 წელს დაიბადა, უმცროსი კი 2021 წელს. პირველი ექვსი შვილი მას ყოფილ მეუღლესთან, კანადელ მწერალ ჯასტინ უილსონთან ჰყავს. შვიდი წლის ქორწინების შემდეგ, წყვილი ოფიციალურად დაშორდა 2008 წელს.

ორი წლის შემდეგ, მასკი ორჯერ დაქორწინდა და გაშორდა მსახიობ ტალულა რაილის - პირველი ქორწინება გაგრძელდა 2010 წლიდან 2012 წლამდე, ხოლო მეორე 2013 წლიდან 2016 წლამდე. მათ შვილები არ ჰყოლიათ.

2020 წელს მილიარდერსა და მომღერალ-კომპოზიტორ გრაიმსს (რომლის ნამდვილი სახელია კლერ ბუჩერი) პირველი შვილი შეეძინათ. მიუხედავად იმისა, რომ სამი წლის შემდეგ ისინი დაშორდნენ, გრაიმსმა 2022 წლის მარტში Vanity Fair-ის ინტერვიუში გაამხილა, რომ წყვილი შერიგდა და მეორე შვილი სუროგატის მეშვეობით შეეძინა.

მათი მეორე შვილის გაჩენამდე რამდენიმე კვირით ადრე, ილონ მასკს შეეძინა ტყუპები შივონ ზილისთან.