უნგრეთის ქალაქ დებრეცენში მიმდინარე იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს წარმომადგენლებმა, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ პირველი ადგილი დაიკავეს და ოქროს მედლებს დაეუფლნენ.
მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 20 წყვილი იღებდა.
"ანასტასია და ლუკა ზედიზედ ორგზის მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ იუნიორთა შორის, ხოლო ლუკა ბერულავამ კი ეს ტიტული უკვე მესამედ მოიპოვა.
იგი კარინა საფინასთან ერთად 2022 წელს ამ უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა.ვულოცავთ ჩვენ წყვილს მორიგ გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებთ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც მარტის ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ბოსტონში გაიმართება", - ნათქვამია საქართველოს ფიგურული ციგურაობის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.