გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის თეთრ სახლში გამართული დაძაბული საუბრის და კამათის ყურებისას თავი არაკომფორტულად იგრძნო.
ამასთან, ის ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპს ხანგრძლივი მშვიდობა სურს.
“ჩემთვის ცხადია, რომ მას სურს ხანგრძლივი მშვიდობა, ეს გამომდინარეობს ხუთშაბათს მასთან ჩემი დისკუსიიდან, ასევე მანამდე ჩვენს შორის საუბრებიდან. ასე რომ, ჩემი მტკიცე შეხედულებაა, რომ მას სურს ხანგრძლივი მშვიდობა და მე მას ვეთანხმები“, - აღნიშნა სტარმერმა.
ამასთან, მისი თქმით, ხანგრძლივი მშვიდობისთვის სამი რამ არის საჭირო.
"ჩემთვის, ხანგრძლივი მშვიდობის კომპონენტებია ძლიერი უკრაინა, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, იბრძოლებს, მისი ძლიერ პოზიციაში ყოფნა, მოლაპარაკება უსაფრთხოების გარანტიების ევროპულ ელემენტზე და აშშ-ის მხარდაჭერა. ეს არის პაკეტი, სამივე ნაწილი უნდა არსებობდეს და ეს არის ის, რისთვისაც ბევრს ვმუშაობ“, - აღნიშნა სტარმერმა.