ავტორი:

"დე, გილოცავ..." - როგორ ულოცავენ ცნობილი ადამიანები დედებს 3 მარტს?

"დე, გილოცავ..." - როგორ ულოცავენ ცნობილი ადამიანები დედებს 3 მარტს?

დედის დღე საქართველოში 1991 წლის 3 მარტს დაწესდა. მისი დაარსება საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ინიციატივით მოხდა. ამ დღესასწაულის მიზანი იყო დედის როლისა და მნიშვნელობის აღნიშვნა საზოგადოებაში. მას შემდეგ, 3 მარტი ოფიციალურად გახდა დედის სიყვარულისა და პატივისცემის სიმბოლო საქართველოში.

ამ დღეს ადამიანები განსაკუთრებულად აღნიშნავენ და მადლობას უხდიან დედებს სითბოს, მზრუნველობისა და განუზომელი სიყვარულისთვის. გამონაკლისი არც ცნობილი სახეები არიან, რომლებიც საჯაროდ ან პირად სივრცეში აზიარებენ თავიანთ ემოციებსა და მილოცვებს

"ჩვენი მთავარი ვექტორი, ჩვენი დედა. ყველაფერი კარგის საწყისი და უსასრულობა, ჩვენი მანანიკო. დედი, გილოცავ და ყველას ბედნიერი დედობა", - წერს თიკა ფაცაცია.

"დე, ბედნიერს მინდა გხედავდე მუდამ. ყველა დედამ უნდა იბრწყინოს და იბედნიეროს თავის შვილებთან ერთად“, - წერს მომღერალი მარიამ როინიშვილი და ცნობილ მშობლებთან ერთად ბავშვობაში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

ჟურნალისტი ეკა ხოფერია, დედის დღეს სოციალურ ქსელში დედასთან და შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

დედასთან ერთად გადაღებული ფოტოების კოლაჟს აქვეყნებს მომღერალი ბაბი კირკიტაძე.

ულამაზესი ნინო ცქიტიშვილი, რომელიც თავად ოთხი შვილის დედაა, დედას ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

ასეთი ნინო ჩხეიძე ალბათ ბევრს არ გინახავთ. მომღერალმა სოციალურ ქსელში დედასთან ერთად გადაღებული ბავშვობის ფოტო გამოაქვეყნა.

ირაკლი მაქაცარიამ და ლიზა ჩიჩუამ დედის დღეს საჯაროდ გამოაქვეყნეს პირველი შვილი ფოტო. ცნობილია, რომ წყვილს ცოტა ხნის წინ, მეორე შვილი შეეძინათ. თუმცა წყვილი ბავშვების სახეებს დღემდე მალავდნენ.

ბავშვობის ფოტოთი მიულოცა ნინი ბადურაშვილმა დედას, ეკა კახიანს დედის დღე.

დედის დღეს ულოცავს ფეხბურთელი გიორგი გველესიანი დედას და სოციალურ ქსელში ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.