უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ქვეყანას ღამის განმავლობაში 80-ზე მეტი რუსული უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა თავს - დაიბომბა უკრაინის ექვსი რეგიონი. ქვეყნის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 83 გაშვებული დრონიდან, 46 ჩამოაგდეს და 31-მა კი მიზანს ვერ მიაღწია.
ხარკოვში, ასაფეთქებელი მოწყობილობა მოხვდა ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს, რის შედეგადაც რამდენიმე ბინას ცეცხლი გაუჩნდა.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის თქმით, დაშავდა სულ მცირე რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის შვიდი წლის ბავშვი.
რუსების მიერ გაშვებული დრონები ხარკოვის ფელდმანის ეკოპარკში დაშვნენ, რის შედეგადაც იქ არსებული ცხოველები და ფრინველები დაიხოცნენ.
კრივოი როგზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატის იერიშის შედეგად ერთი ადგილობრივი დაშავდა.
„წინასწარი ინფორმაციით, არის დაშავებული ალბატონი. დაზიანდა ერთ-ერთი საწარმო დაფიქსირდა,“ - წერს დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი.