ავტორი:

მარიამ როინიშვილი მეორე შვილს ელოდება - რა ფოტოებს აქვეყნებს მომღერალი

მარიამ როინიშვილი მეორე შვილს ელოდება - რა ფოტოებს აქვეყნებს მომღერალი

მარიამ როინიშვილი მეორე შვილს ელოდება. ამის შესახებ მომღერალმა გამომწერებს სოციალური ქსელის საშუალებით გაუმხილა. მომღერლისა და მსახიობ ვახო კანდელაკის "ლავსთორის“ შესახებ რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი.

მართალია, მარიამი ამ თემაზე საჯარო საუბრისგან თავს იკავებდა, მაგრამ ვახომ პირველად AMBEBI.GE-სთან დაადასტურა, რომ ისინი ერთად იყვნენ.

მომღერალ მარიამ როინიშვილს საზოგადოება ბავშვობიდან იცნობს, როდესაც პოპულარულ დედასთან, თამრიკო ჭოხონელიძესთან იდგა სცენაზე.

ადრეულ ასაკში მსახიობ გიორგი მახარაძეზე დაოჯახდა, თუმცა წყვილის ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა. მათ საერთო ქალიშვილი ჰყავს. წლების შემდეგ გიორგი მახარაძე მეორედ მსახიობ მარიამ ნადირაძეზე დაოჯახდა.

რაც შეეხება ვახო კანდელაკს, ის მსახიობია და ტელეწამყვანად წლებია, რაც სხვადასხვა არხზე მუშაობს. მას პირველი ქორწინებიდან 11 წლის ვაჟი ჰყავს, მისი მეუღლე ჟურნალისტი თაკო ასათიანი გახლდათ.