ავტორი:

ცნობილი ინფლუენსერი სერფინგის დროს ტრაგიკულად დაიღუპა - რა გახდა 34 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი

ცნობილი ინფლუენსერი სერფინგის დროს ტრაგიკულად დაიღუპა - რა გახდა 34 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი

ტრაგიკულად დაიღუპა ცნობილი ჩილელი ინფლუენსერი, დიზაინერი და ფოტოგრაფი, ხავიერა ორტისი. 34 წლის ქალს ჩილეში, სერფინგის დროს, სწრაფად მოძრავი ნავი შეეჯახა, რის შედეგადაც მან სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო.

მედიაში ტრაგიკული მომენტის ამსახველი შემზარავი კადრებიც გავრცელდა.

ხავიერა ორტისი ორ კვირაში უნდა დაქორწინებულიყო.

ის უმძიმესი შეჯახების შემდეგ, სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.

  • ხავიერას გარდაცვალების შემდეგ მისი თაყვანისმცემლები პატივს მიაგებენ მის ხსოვნას და ამავდროულად, გამოხატავენ თავიანთ გულისწყრომას ნავის 60 წლის კაპიტნის მიმართ, რომელიც შემთხვევის შემდეგ დააკავეს, თუმცა გამოძიების მიმდინარეობისას გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

პოპულარული ინფლუენსერი წარმოშობით ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოს სამხრეთით მდებარე ქალაქ რანკაგუადან იყო. მას საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრება გადაწყვიტა და იმ რეგიონში გადავიდა, სადაც ტრაგედია მოხდა.