"რადიო თავისუფლების" ცნობით, მეტეხის ხიდთან, მტკვარში, სადაც ავტომობილი ჩავარდა, 1 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
ცხედარი მაშველებმა მას შემდეგ იპოვეს, როდესაც ავტომობილი მტკვრიდან რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ამოიყვანეს.


ამ ეტაპზე, უცნობია, თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტომობილში.
ავტომობილის ამოყვანის სამუშაოები სპეციალური ტექნიკით მიმდინარეობდა.