თბილისში, მეტეხის ხიდთან ავტომობილი მტკვარში ჩავარდა. ავტომობილის ამოყვანის სამუშაოები სპეციალური ტექნიკით რამდენიმე საათი მიმდინარეობდა. მიმდინარეობდა.
ავტომობილის ამოყვანის შემდეგ მაშველებმა იქ ცხედარი იპოვეს.
თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მუსელიანი:
"მეხანძრე-მაშველ მყვინთავების მიერ, დაახლოებით, 17 მეტრის სიღრმეზე ნანახი იქნა ავტომობილი. განხორციელდა სამაშველო ღონისძიება, ავტომობილის ამოყვანასთან დაკავშირებით. ავტომობილში ნანახი იქნა მამაკაცის ცხედარი. ვინაობა, ჯერჯერობით, არ ვიცით, ამას დააზუსტებს პოლიცია.
რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ღონისძიება, საკმაოდ რთული ღონისძიება იყო, ვინაიდან ავტომობილი 17 მეტრი სიმაღლეზე იყო ჩავარდნილი. მეხანძრე- მაშველებმა მყვინთავებმა ეფექტურად იმუშავეს და მოხდა ავტომობილის ამოყვანა წყლის ზედაპირზე".
წაიკითხეთ ასევე: