ავტორი:

მსოფლიოს ყველაზე დიდი აისბერგი კუნძულის სანაპიროს უახლოვდება და მალე დაშლას დაიწყებს - "ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს ბრძოლა A23a-სთან"

მსოფლიოს ყველაზე დიდი აისბერგი კუნძულის სანაპიროს უახლოვდება და მალე დაშლას დაიწყებს - "ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს ბრძოლა A23a-სთან"

მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი სამხრეთ ჯორჯიის შორეულ ბრიტანულ კუნძულს მიუახლოვდა, სადაც ბინადრობს ზღვის ლომი, პინგვინი და მრავალნაირი ზღვის ფრინველი.

  • აისბერგი, რომელიც ორჯერ აღემატება ლონდონს, როგორც ჩანს, ჩარჩენილია და კუნძულის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროებზე დაშლას იწყებს.

„თუ ის დაიშლება, სავარაუდოდ, საფრთხეს შეუქმნის გემების გადაადგილებისას და შეზღუდავს მათ წვდომას ადგილობრივ თევზსაჭერ ადგილებზე“ - განაცხადა ეკოლოგმა მარკ ბელჩიერმა. გარდა ამისა, აისბერგს დნობა ამცირებს საკვების რაოდენობას, მათ შორის კრილის (პატარა კიბოსნაირნი), რომელსაც პინგვინები ჭამენ.

  • 2004 წელს აისბერგმა სახელად როსის ზღვა, პინგვინების მომრავლებაზე იმოქმედა, რამაც სიკვდილიანობის ზრდა გამოიწვია. ექსპერტები ახლა ფიქრობენ, რომ სამხრეთ ჯორჯიის ფრინველებისა და ცხოველების უმეტესობა ამ ბედს გადაურჩება.

4 000 კვადრატული კილომეტრის ფართობისა და დაახლოებით 400 მეტრის სისქის, ქალაქის ზომის აისბერგი A23a 1986 წლის აგვისტოში გაჩნდა. ეს მაშინ, როდესაც ანტარქტიდის სანაპირო ზოლს გამოეყო. მცურავი ყინულის უზარმაზარი ნაჭერი მალევე მეჩეჩს (ფსკერის მცირესიღრმიანი უბანი, რომელიც ნაპირისგან გამოყოფილია ღრმა წყლით) წამოედო და უედელის ზღვაში დარჩა. თუმცა, 2023 წლის გაზაფხულზე, როდესაც ანტარქტიდაში ზამთარი იყო, აისბერგმა ყინულის კიდეებისკენ აქტიური მოძრაობა დაიწყო.

”ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს ბრძოლა A23a-სთან”, - ამბობს ენდრიუ ნიუმენი Argos Froyanes-იდან.

აისბერგი იწონის დაახლოებით ერთ ტრილიონ ტონას - 100 მილიონჯერ უფრო მძიმე ვიდრე ეიფელის კოშკი და მოძრაობს დღეში დაახლოებით 30 მილის სიჩქარით.

წყარო