კანადა საპასუხო ტარიფებს შემოიღებს აშშ-ის წინააღმდეგ. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“შეერთებულმა შტატებმა სავაჭრო ომი დაიწყო კანადის, მისი უახლოესი პარტნიორისა და მოკავშირის, მისი უახლოესი მეგობრის წინააღმდეგ. ამავდროულად ისინი რუსეთთან პოზიტიურად მუშაობაზე ლაპარაკობენ, შემწყნარებლები არიან ვლადიმირ პუტინის: მატყუარა, მკვლელი დიქტატორის მიმართ. სცადეთ აქედან აზრის გამოტანა,” - განაცხადა ტრუდომ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, 30 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე ტარიფები დაუყოვნებლივ ამოქმედდება, ხოლო დანარჩენ 125 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონელზე - 21 დღეში.
“კანადელები პასუხისმგებელი ხალხია, და ზრდილობიანები ვართ. მაგრამ ბრძოლიდან უკან არ დავიხევთ. როდესაც ჩვენი ქვეყნის - და მასში ყველას კეთილდღეობა - სასწორზეა,” - განაცხადა ტრუდომ.
მისი თქმით, “ჩვენი ტარიფები არ გაწვევა მანამ, სანამ შეერთებული შტატების ტარიფები არ იქნება გაწვეული და არც ერთი წამით ადრე.”