ნინოშვილის ქუჩაზე, პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებისას ორი პირი დააკავა.
უწყების განცხადებით, მათ საგამოძიებო მოქმედების თავიდან არიდების მიზნით სცადეს გაქცევა, პოლიციის 2 თანამშრომელს ავტომობილით შეეჯახნენ და მიაყენეს დაზიანებები. რა დროსაც პოლიციამ განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა. სამართალდამცველების მიერ დაკავებულია ორი პირი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს.