ავტორი:

სასამართლომ მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა - გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა: რა ხდება ადგილზე

სასამართლომ მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა - გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა: რა ხდება ადგილზე

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა მიიღო.

  • აღნიშნულ გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. დღევანდელ სხდომას თავად მზია ამაღლობელიც ესწრებოდა.

აღსანიშნავია, რომ მზია ამაღლობელმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე წერილის სახით განაცხადა, რომ ბრალს არ ეთანხმებოდა და უკანონო პატიმრად მიიჩნევ თავს.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.