მინდა, ოპტიმისტი ვიყო, მაგრამ ამ ქვეყანაში არ გამოდის სასამართლოსთან მიმართებით, რომ იყო ოპტიმისტი - არ მგონია, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება შეცვალოს, - ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული იუმორისტის, ონისე ცხადაძის საქმესთან დაკავშირებით, იუმორისტმა ვასო ფხაკაძემ განაცხადა.
"მინდა, ოპტიმისტი ვიყო, მაგრამ ამ ქვეყანაში არ გამოდის სასამართლოსთან მიმართებით, რომ იყო ოპტიმისტი. სუბიექტურად მივუდგები და ვიტყვი, რომ არ არის კარგი, მაგრამ რეალისტი ვარ და არ მგონია, რომ [მოსამართლემ] გადაწყვეტილება შეცვალოს.
ადამიანები გამოდიან და ამბობენ, რომ წინა ხელისუფლების დროს სასამართლო იყო მართული. ისევ ის ხალხია, მოსამართლეებიდან დაწყებული პროკურორებით დამთავრებული, რა შეიცვლება? იგივე იქნება ყველაფერი, სანამ არ შეიცვლება სისტემა!“, - განაცხადა ვასო ფხაკაძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ 10 პირი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.