ავტორი:

პუტინი დღეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს შეხვდება -  რა დეტალებია ცნობილი

პუტინი დღეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს შეხვდება -  რა დეტალებია ცნობილი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს შეხვდება. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

  • "დღის მეორე ნახევარში პუტინი კრემლში აფხაზეთის არჩეულ პრეზიდენტს, გუნბას შეხვდება", - განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემების თანახმად, 1-ელ მარტს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „საპრეზიდენტო კანდიდატმა“ ბადრა გუნბამ ხმების 54,73% მიიღო და ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტი“ გახდა.