ავტორი:

არსებული ინფორმაციით, თბილისში ტრაქტორი დაგორდა და ავტომობილებსა და მოქალაქეს დაეჯახა - რა დეტალებია ცნობილი ადგილიდან

არსებული ინფორმაციით, თბილისში ტრაქტორი დაგორდა და ავტომობილებსა და მოქალაქეს დაეჯახა - რა დეტალებია ცნობილი ადგილიდან

თბილისში, ტრაქტორი დაგორდა და 3 ავტომობილს დაეჯახა. შემთხვევა ბეჟან კალანდაძის ასახვევთან მოხდა. ადგილიდან კადრებს გვერდი "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას“ გულისხმობს.