აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად გუშინ ელისო ბოლქვაძე დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობაზე ბოლქვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ წარადგინა.
"ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის ახალი მინისტრი.
ბოლქვაძემ ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2024 წლის აპრილში შეავსო.
დოკუმენტის მიხედვით, პარლამენტის ყოფილი წევრი თბილისში ფლობს 80 კვ.მ. ბინას, რომელიც 2019 წელს მემკვიდრეობით მიიღო.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, ბოლქვაძეს ბოლო მონაცემებით სახელფასო ანგარიში უფიქსირდება „ლიბერთი ბანკში“, სადაც ნაშთის სახით 304 ლარი აქვს მითითებული.